"ბარსელონას" მიერ დახარჯული 139 მილიონი ევრო დაცვის გასაძლიერებლად

  • 15-07-2017, 14:35
  • "ბარსელონას" მიერ დახარჯული 139 მილიონი ევრო დაცვის გასაძლიერებლად

    საინტერესო სტატიას გვთავაზობს გავლენიანი მადრიდული გამოცემა Marca, რომლის მიხედვითაც "ბარსელონამ" ბოლო 3 წელიწადში დაცვის გასაძლიერებლად 139 მილიონი ევრო დახარჯა.
    პირველი მატიე იყო. ფრანგი მცველის სანაცვლოდ კატალონიელებმა "ვალენსიას" 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. შემდეგ კი ვერმაელენი და დუგლასი, შესაბამისად 19 და 4 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ჟერემი უკვე "სპორტინგის" ფეხბურთელია, ვერმაელენი და დუგლასი კი იჯარის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ და ასევე წასვლის კანდიდატებიც არიან.
    შემდეგი ალეიშ ვიდალია, რომელიც "ბლაუგრანას" "სევილიამ" 19 მილიონი დაუფასა.
    ამის შემდეგ იყო ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენი "ლიონიდან". სამუელ უმტიტი 25 მილიონ ევროდ.
    ჟორდი ალბას სათადარიგო მოთამაშე ლუკა დინში კატალონიელებს 16 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ.
    მიმდინარე ზაფხულში კლუბმა მარლონისთვის 6 მილიონი ევროც დათმო.
    რამდენიმე დღის წინ კი კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა ნელსონ სემედუს ტრანსფერი, რომელიც 30 მილიონი ევრო დაჯდა, 5 მილიონიც ბონუსების სახით.
    საბოლოო ჯამში კი მივიღეთ, რომ "ბარსელონამ" 2014 წლიდან მოყოლებული, დაცვის გაძლიერების მიზნით 139 მილიონი ევრო დახარჯა. 



    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 15 ივლისი 2017 18:19

    erti centraluri mcvelic chirdeba

    გასულია

    10 - 15 ივლისი 2017 16:58

    აფსუს ბელერინი rage

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია

    9 - 15 ივლისი 2017 16:05

    ციტატა: lado-barca
    მაგარი დაცვვა გვყავს

    გაუვალი

    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    გასულია

    8 - 15 ივლისი 2017 15:46

    მაგარი დაცვვა გვყავს

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია

    7 - 15 ივლისი 2017 15:19

    139 მილიონად.. 3 ისეტი მაგარი მცველის ყიდვა შეიძლებოდაა როო.. ეეჰ

    გასულია

    6 - 15 ივლისი 2017 15:04

    დინის დრო უნდა და ათამაშდება.

    გასულია

    5 - 15 ივლისი 2017 15:02

    ციტატა: M10 S9 N11
    დაცვაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს სემედუ პიკე უმტიტი ალბა ვიდალი მარლონი ზამთარში მინაც შემოგვიერთდება და დინი ეხლა მთავარია ნახ მცველი მოვიყვანოთ


    მე რატომღაც მგონია, რო რობერტო ამოისუნთქებს დაცვითი ფუნქციებისგან და ინიესტას ღირსეული შემცვლელი იქნება, გარღვევებიც კარგი აქვს(კლასიკოში ბოლო წამები გაიხსენეთ რამდენი ათრია ვერც მარსელომ და ვერც კროოსმა თუ მოდრიჩმა ვერ გააჩერეს)
    კარშიც კარგად ურტყავს, პსჟ-სთან ბოლო წამზე, ანუ ეს ბიჭი ერთი წამით არ დუნდება სასტვენამდე.

    გასულია

    4 - 15 ივლისი 2017 14:58

    დაცვა კარგი გვყავს შეტევა საუკეთესო :) ეხლა ნახევარდაცვასაც მიხედონ და წელს ტრიპლეტს ვერგამოგვგლიჯავენ ხელიდან:)

    გასულია

    3 - 15 ივლისი 2017 14:43

    ახლა ერთი კარგი ნახევარმცველი და ძაან მაგარი იქნება.კოუტინიო გაასწორებდა ბარსაში.

    გასულია

    2 - 15 ივლისი 2017 14:42

    იმედია გაამართლებს სემედუ

    გასულია

    1 - 15 ივლისი 2017 14:39

    Ase tu ise mcvelis problema agaraa ukve,mtavaria kargi naxevarmcveli