"ტოტენჰემს" ალენია უნდა, ალენიას - "ბარსელონა"
"ბარსელონა ბ"-ს ერთ-ერთი ლიდერი კარლეს ლენია ლონდონის "ტოტენჰემის" თვალთახედვის არეში მოექცა, მაგრამ 19 წლის შემტევი კატალონიური კლუბის დატოვებას არ აპირებს.
AS-ის ცნობით, ალენიას შეძენის სურვილს "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გამოთქვამს, რომელმაც ფეხბურთელს უკვე დაურეკა და მას ლონდონურ კლუბში სათამაშო დროს შეჰპირდა.
ალენიას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. 30 ივნისის ჩათვლით, მისი გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევროა, შემდეგ კი, 12 მილიონი გახდება. ეს ნიშნავს, რომ კატალონიელი მოთამაშის ხელში ჩაგდება რთული არ უნდა იყოს, მაგრამ პრობლემას თავად ფეხბურთელის სურვილი წარმოადგენს.
"ჩემ აგენტს უკვე ვუთხარი, რომ "ბარსელონაში" დარჩენა მინდა და სხვა არანაირ წინადადებას არ განვიხილავ." - განაცხადა ალენიამ ახლახანს, "ბარსა ბ"-ს ესპანეთის მე-2 დივიზიონში გადასვლის შემდეგ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]