პაულინიომ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესი დაადასტურა
ჩინურ კლუბ "გუანჩჟოუ ევერგრანდის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, პაულინიომ დაადასტურა, რომ მის მიმართ "ბარსელონა" ინტერესს იჩენს.
ადრე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ფეხბურთელის მომსახურებით დაინტერესდა და ბოლო დღეებში კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ ჩინური კლუბის ხელმძღვანელობას.
"უკვე იყო კონტაქტი ჩემს წარმომადგენელთან, იყო შემოთავაზება. ახლა მე ჩემი ცხოვრებითა და კარიერით ძალიან ბედნიერი ვარ. რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება შემდეგში. ძალიან მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდი კლუბი, როგორიც "ბარსელონაა", ჩემით დაინტერესდა. ეს ფასდაუდებელია." - ციტირებს პაულინიოს Marca.
პაულინიო აზიური კლუბის ღირსებას 2015 წლიდან იცავს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]