"ბორუსია" დემბელეს არ გაუშვებს

  • 22-06-2017, 21:48
  • "ბორუსია" დემბელეს არ გაუშვებს

    როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია უსმან დემბელეს შესაძლო ტრანსფერის შესახებ "ბარსელონაში". გერმანულმა Bild-ის მიხედვით  ფეხბურთელის აგენტმა და კატალონიელების ხელმძღვანელობამ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ხოლო თუ გავლენიან მადრიდული გამოცემას, Marca-ს ვენდობით, "ბორუსია" 20 წლის შემტევს არ შეელევა.

    გერმანული კლუბის სპორტული დირექტორი, მაიკლ ცორკი დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდა ტალანტი გუნდში დარჩება.

    როგორც მოგეხსენებათ, მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელთა მთავარი პრიორიტეტი წელს ნახევარდაცვისა და მარჯვენა მცველის პოზიციის გაძლიერებაა, ერნესტო ვალვერდეს სურს, რომ მან შემტევი ტრიოს, საჭიროების შემთხვევაში ღირსეული შემცვლელი უპოვოს.

    "დემბელეს ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და დარწმუნებულები ვართ, რომ იგი კლუბში დარჩება" ციტირებს ცორკის სიტყვებს L'Equipe, "ამჟამად არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და იგი მომდევნო სეზონშიც "ბორუსიაში" ითამაშებს".

    შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ბუნდესლიგის გასულ სეზონში 10 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემაც მიითვალა.

    მსგავსი სიახლეები

    "ბარსელონას" დრო 26 აგვისტომდე აქვს
    „ბორუსიას“ დემბელეს შენარჩუნება სურს
    ვალვერდე დემბელეს ითხოვს, "დორტმუნდმა" კი ფრანგის შემცვლელი მოძებნა
    "დორტმუნდმა" დემბელეს ფასი დაასახელა
    "ბორუსია" დემბელეს ტრანსფერს გამორიცხავს

    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    Carles16 სტაჟიორი

    4 - 22 ივნისი 2017 22:14

    გერმანულ ი გაზეთია ბილდი და არმგონია მადრიდულზე ნაკლებად იყოს ჩახედული საქმეში ))

    გასულია
    Carles16 სტაჟიორი

    3 - 22 ივნისი 2017 22:01

    ყველაფერს იღბალი უნდა, რეალმა 25 მილიონად გაიფორმა კროოსი :))

    გასულია
    lado-barca წევრი

    2 - 22 ივნისი 2017 22:00

    არ მოვა და იყოს!

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია
    pexnicheki წევრი

    1 - 22 ივნისი 2017 21:55

    es kai iqneboda mara tu arc gamoushvebs ra

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.