კასილიასი და მესის ორეული
მადრიდის "რეალის" ლეგენდარულ მეკარეს, იკერ კასილიასს, რომელიც ამჟამად პორტუგალიურ "პორტუში" თამაშობს, ერთ-ერთი ინტევიუს დროს, ჟურნალისტები გაეხუმრენ, მიიყვანეს რა მასთან ლეო მესის ორეული.
მესის კასილიასის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და ესპანელი კარში ყველაზე მეტი გოლი სწორედ არგენტინელს აქვს გატანილი. ლოგიკურია, რომ იკერს, ლეოს დანახვაზე, კარგი ასოციაციები არ უჩნდება.
ერთ-ერთი ინტერვიუს დროს, მაშინ, როდესაც კასილიას ჰკითხეს, რას ეტყოდა მესის, თუ ეს უკანასკნელი ახლა მის უკან იქნებოდა, არგენტინელის ირანელმა ორეულმა ესპანელს მხარზე ხელი დაადო. კასილიასს, თავიდან, მართლა ეგონა, რომ ეს მესი იყო და მას ესპანურადაც მიმართა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]