ტაპია:"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნახვა მსურდა"

  • 15-04-2017, 12:07
  • ტაპია:"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნახვა მსურდა"

    არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, კლაუდიო ტაპია "ბარსელონას" თავდამსხმელს, ლიონელ მესის შეხვდა, იტყობინება Mundo Deportivo.

    წყარო წერს, რომ ტაპიამ მესისთან ერთად არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხორხე სამპაოლის დანიშვნის ვარიანტი განიხილა. თავად კლაუდიომ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

    "ესპანეთში სამპაოლისთან შესახვედრად ჩამოვედი. "სევილია" უკმაყოფილოა? არსებობს იმის მტკიცებულება, რომ AFA-ს ხორხესთან კონტაქტი ჰქონდა?

    რაც შეეხება მესისთან შეხვედრას, როგორც AFA-ს პრეზიდენტს უბრალოდ მსურდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მენახა."-განაცხადა ტაპიამ.

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 15 აპრილი 2017 15:14

    მესის მოუხსენით ეგ სასჯელი!!!

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია

    1 - 15 აპრილი 2017 12:24

    Messi danishnon itamashebs kidec da mcvrtnelic Iqneba