უნსუემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შესაძლოა მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს
"ბარსელონას" თავკაცის, ლუის ენრიკეს ასისტენტმა, ხუან კარლოს უნსუემ ჟურნალისტებს მიანიშნა, რომ შესაძლოა მან მომდევნო სეზონში კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს, იტყობინება AS.
უნსუემ, რომელიც "კატალონიის ვუელტას" დაესწრო (ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ველოშეჯიბრი) შემდეგი განცხადება გააკეთა: "ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს ველოსიპედით გასეირნებისთვის ვერ მოვიცლი. დასვენებისა და განტვირთვის დრო კიდევ მოვა."
უნსუე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტის პრეტენდენტია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]