ფაბიან რუისი, შესაძლოა, "ბარსელონაში" ვიხილოთ
"ბარსელონა" აკვირდება "ბეტისის" ნახევარმცველის, ფაბიან რუისის თამაშს, რომელიც გასულ ზამთარში "ელჩეში" არენდით გადავიდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, გასულ პარასკევს კატალონიური კლუბის სკაუტები დაესწრნენ "ჟიმნასტიკი" - "ელჩეს" თამაშს.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" უფროსები აღფრთოვანებულები არიან ფაბიანის თამაშით 20 აგვისტოს "ბარსელონას" წინააღმდეგ.
ფაბიან რუისს "ბეტისთან" კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. "ბარსელონაში" კი მას განიხილავენ "ბარსა ბ"-ს ფეხბურთელად და შემდეგ კარგი თამაშის შემთხვევაში, დააწინაურებენ.
ფეხბურთელი "ბეტისს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დაუბრუნდება და სევილიელები მას ადვილად არ შეელევიან.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]