ფერნანდესი: "მომდევნო მწვრთნელი "ბარსას" სისტემასთან კავშირში უნდა იყოს"

ფერნანდესი: "მომდევნო მწვრთნელი "ბარსას" სისტემასთან კავშირში უნდა იყოს"

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, რობერტ ფერნანდესმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს კატალონიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი.

"კარგი იქნება "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთი სპეციალისტის ხილვა, რომელიც გუნდთან და მის სისტემასთან კავშირშია." - ამბობს ფერნანდესი.

როგორც იცით, ლუის ენრიკე მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ჯერჯერობით, მისი პოსტის მთავარი პრეტენდენტი "ატლეტიკის" თავკაცი, ერნესტო ვალვერდეა, რომელიც "ბარსელონას" ღირსებას 1988-90 წლებში იცავდა.

ენრიკეს შემცვლელის ვინაობას ივლისამდე ვერ გავიგებთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 5 მარტი 2017 13:24
    0
    ამ ადმინისტრაციის და ამ ეპოქის ლოგიკური დასასრული იქნება ვალვერდეს დანიშნვნა. 1 წელი უნდა ავიტანოთ ისევ ეს ბარდაგი კლუბში და მერე 2-3 წელი უნდა ვაშენოთ თავიდან ყველაფერი, ალბათ კუმანთან ერთად. სამწუხაროა, მაგრამ სხვას არც უნდა ველოდოთ, ასე ხდება როცა კლუბში ერთი ფეხბურთელი წყვეტს ყველაფერს.
    jorjone444
    სტუმარი [?]
    #1 5 მარტი 2017 03:17
    0
    მინიშნება არც იოცნებოთ სამპაოლიზე დაელოდეთ ვალვერდეს.კაცს სულ 22 თამაში აქვს ჩატარებული ოდესღაც ბარსელონაში და მე კიდევ 22 წელზე მეტია ამ გუნდს ვგულშემატკივრობ და მაგაზე მეტი ბარსელონისტა გამოვდივარ. ბარემ რაღას წვალობთ მე დამნიშნეთ :D :D :D მოკლედ ესენი ისე იზამენ ტატ მარტინო 2 გააძრობენ და საბოლოოდ დაანგრევენ ამ ეპოქის ბარსელონას.