ჩავი დარწმუნებულია ''ბარსას'' წარმატებაში

ჩავი დარწმუნებულია ''ბარსას'' წარმატებაში

გუშინ ჩავი ერნანდესმა ეზსკლუზიური ინტერვიუ მისცა ''barca TV''-ს და ''ბარსას'' ოფიციალურ საიტს, სადაც ისაუბრა გუნდის სამომავლო გეგმებზე. ''ბლაუგრანას'' ნახევარმცველი იმედიანადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ მთელი სეზონი წინაა და წარმატება აუცილებლად მოვა.

 - როგორ გრძნობთ თავს ტრამვის შემდეგ? როგორ მიმდინარეობს თქვენი გამოჯანმრთელება?

-''ყველაფერი კარგადაა. გული ძალიან დამწყდა, რომ მონაწილეობა ვერ მივიღე ლიტვის წინააღმდეგ მატჩში, თუმცა საბედნიეროდ ჩემი გამოჯანმრთელება სწრაფად მიმდინარეობს''.

- შეგიძლიათ გვითხრათ იმის მიზეზი რატომ დაკარგეთ 5 ქულა საკუთარ მოედანზე ამ სეზონში?

-''ყველა თამაშში უამრავ საგოლე მომენტებს ვქმნიდით მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა. ქულების დაკარგვა შანსის გამოუყენებლობამ იცის.  ჩვენ აუცილებლად შევცვლით ჩვენს თამაშს, 5 ქულის დაკარგვა საკუთარ მოედანზე ასე მცირე დროში ძალიან ცუდია.''

-თქვენი აზრით ვილია მოერგო გუნდს?

- მას ადაპტაცია არ სჭირდებოდა. ვილიას თითქმის ყველა კარგად ვიცნობთ. ის შესანიშნავი ფეხბურთელია ''ბარსასთვის'', ასევე ძალიან კარგი პიროვნება. მას შეუძლია ბევრი გოლის გატანა და მერწმუნეთ ამას ძალიან მალე გააკეთებს''.

-როგორ ფიქრობთ გულშემატკივარი ცოტა მოუთმენელი ხომ არ არის  ბოიანის მიმართ?

- დიახ ასე მგონია, რადგან ვფიქრობ, რომ ის ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებს.მას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია გუნდში. ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად, გოლები კი აუცილებლად მოვა. ჩვენ მას ყველაფერში დავეხმარებით.''

- ''კამპ ნოუზე'' საფარი იცვლება, ეს შეცვლის რაიმეს გუნდის თამაშში?

-დიახ რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენს წარუმატებლობას მოედნის საფარს სულაც არ ვაბრალებ. როდესაც ბალახი კარგ ფორმაშია თამაში გაცილებით იოლია. ახლა ''კამპ ნოუ'' უკეთესია ვიდრე რამდენიმე კვირის წინ იყო.''

 

ჩავი ხვალაც მისცემს ინტერვიუს ''ბარსას'' ოფიციალურ საიტს, სადაც ის არა ფეხბურთზე არამედ საკუთარ გრძნობებზე ისაუბრებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.