"ბარსელონა", შესაძლოა, ბლანმა ჩაიბაროს

"ბარსელონა", შესაძლოა, ბლანმა ჩაიბაროს

SFR Sport1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა", ლუის ენრიკეს წასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ფრანგმა სპეციალისტმა, ლორან ბლანმა გაწვრთნას.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა 51 წლის სპეციალისტს, რომელსაც "ბორდო", საფრანგეთის ეროვნული ნაკრები და "პარი სენ ჟერმენი გაუწვრთნია.

შეიძლება ითქვას, ბლანი საკმაოდ კარგად იცნობს კატალონიურ კლუბს, რადგან ის 1996/97 წლების სეზონში ესპანურ გრანდში თამაშობდა.

"ბარსას" ამჟამინდელი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მომავალი კატალონიურ გრანდში კვლავ გაურკვეველი რჩება. მას კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება და აპრილამდე გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" შესაძლო მწვრთნელებად ასევე მოიაზრებიან: ხორხე სამპაოლი ("სევილია"), ერნესტო ვალვერდე ("ბილბაო"), რონალდ კუმანი ("ევერტონი") და ეუსებიო საკრისტანი ("სოსიედადი").

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 25 თებერვალი 2017 22:45
    1
    სამპო ჯობია ამას
    ფანი [?]
    #4 25 თებერვალი 2017 20:48
    1
    ციტატა: M10 S9 N11
    მე სამპაოლი მირჩევნია

    მეც
    რა ბლანი რის ბლანი ბლანი არა ბლინი
    --------------------
    Cule Forever
    msd2004
    სტუმარი [?]
    #3 25 თებერვალი 2017 15:21
    1
    სამპაოლი!!!!!!
    Culé [?]
    #2 25 თებერვალი 2017 15:15
    1
    ასეა თუ ისეა ვიცით ბლანის ფილოსოფია ბარსელონასაც გავს და ერთი შეხედვით ლოგიკურია მაგრამ არამგონია გაამართლოს თვითონ მწვრთნელმა რადგან ეხლა გუნდს მოტივატორი ჭირდება როგორც სიმეონე და სამპაოლი არიან კუმანიც არაა ცუდი ვარიანტი მე ამ სამიდან რომელიმეს მოსვლას მივესალმები და არა დარჩენის არც ალეგრი მინდა და არც საკრისტიანი
    skipera-gio
    სტუმარი [?]
    #1 25 თებერვალი 2017 14:33
    1
    verapers ver izams es sampaoli moiyvanon an kide konte klopic kai iqneboda