სტოიჩკოვი: "მესიმ "ბარსასთან" კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა"

  • 22-02-2017, 14:48
  • სტოიჩკოვი: "მესიმ "ბარსასთან" კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა"

    "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი კატალონიური კლუბის ვარსკვლავზე, ლიონელ მესიზე საინტერესო განცხადებას აკეთებს.

    სტოიჩკოვს ჰკითხეს, მისი აზრით, გაახანგრძლივებს თუ არა არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს, რაზეც მან შემდეგი განცხადება გააკეთა: "მესიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 6 თვის წინ გაახანგრძლივა", - სტოიჩკოვის ამ სიტყვებს კატალონიური Sport ავრცელებს.

    ესპანურ პრესაში, ბოლო დროს, მესის კატალონიურ გრანდთან ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი საკმაოდ ხშირად განიხილება. ფეხბურთელის მამამ, ხორხე მესიმ, ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ მისი შვილის "ბარსელონასთან" კონტრაქტის არგახანგრძლივების წინაპირობა არ არსებობს.

    მესის მიმდინარე კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან ძალაშია 2018 წლის ივნისამდე.

    კომენტარები [ 4 ]

    გასულია
    KoCheQsa წევრი

    4 - 22 თებერვალი 2017 22:46

    :დ ვერ გაიგებს კაცი რა ხდება რა

    გასულია
    msd2004 წევრი

    3 - 22 თებერვალი 2017 19:19

    ციტატა: M10 S9 N11
    რაააა? აბა აქამდე ტყუილად ვიგლიჯე ნერვები? აუ რა გვეღადავეეეს

    შეიძლება ეს გვატყუებს!

    --------------------
    ლეო მესი-ყველადროის საუკეთესო ფეხბურთელი!
    გასულია

    2 - 22 თებერვალი 2017 17:59

    ამათი დედა ვატირე ამდენი ხანი რას გვატყუებდნენ

    გასულია
    Saba barca წევრი

    1 - 22 თებერვალი 2017 17:10

    ციტატა: M10 S9 N11
    რაააა? აბა აქამდე ტყუილად ვიგლიჯე ნერვები? აუ რა გვეღადავეეეს

    შენ რა იცი იქნებ ეს გატყუებს

    --------------------
    მეტი ვიდრე კლუბი!!!!
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.