ხორხე სამპაოლი - "ბარსელონას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

  • 16-02-2017, 17:45
  • ხორხე სამპაოლი - "ბარსელონას" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

    იმ შემთხვევაში თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს ლუის ენრიკე გუნდს დატოვებს მას, დიდი ალბათობით, არგენტინელი სპეციალისტი, ხორხე სამპაოლი შეცვლის, იტყობინება The Telegraph.

    მოგეხსენებათ, რომ 56 წლის სპეციალისტი ამჟამად "სევილიას" უდგას სათავეში და მისი გუნდი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მე-3 პოზიციას იკავებს. თავის მხრივ, ლუის ენრიკეს "ბარსა" მეორე ადგილზეა, თუმცა ასტურიელი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

    ხორხე სამპაოლის გარდა "ბარსელონას" მომავალ მწვრთნელებად ასევე მოიაზრებიან "ტოტენჰემის" მაურისიო პოჩეტინო და "ევერტონის" რონალდ კუმანი, ასევე იყო საუბარი ერნესტო ვალვერდეზეც, თუმცა ფავორიტად 56 წლის არგენტინელი მიიჩნევა.

    შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკე "ბარსელონაში" 2014 წელს დანიშნეს. არასრული 3 წლის განმავლობაში ასტურიელმა თავკაცმა კატალონიელებთან ერთად 2 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    12 - 17 თებერვალი 2017 18:06

    ეხლა ვფიქრობ სამპაოლის დროა შემდეგ კუმანი და ხავი

    გასულია

    11 - 17 თებერვალი 2017 10:53

    ჩავი მოვიდეს

    გასულია

    10 - 16 თებერვალი 2017 22:09

    Ronaldinho მოვიდეს რა მწვრთნელად ძაან მაგარი იქნება ყველას გვინდა <3 <3

    გასულია

    9 - 16 თებერვალი 2017 21:58

    ან ეს ან კუმანი
    მგონია რო კუმანი უფრო გაამართლებს

    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs

    http://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ

    FC Barcelona - The Guardiola System 2008-2012

    Samuel Eto'o: Madrid Cabron Saluda El Campeon
    გასულია

    8 - 16 თებერვალი 2017 20:20

    მაგარია

    გასულია

    7 - 16 თებერვალი 2017 19:01

    მოვიდეს ოღონდ ნზონზიც წამოიყვანოს blush

    გასულია

    6 - 16 თებერვალი 2017 18:52

    დიდი მადლობა ლუჩო ყველაფრისთვის რაც გააკეთე მარა დროა უკვე დაგვემშვიდობო მოიყვანეთ სამპაოლი ბარსაში მოიყვანეთ

    გასულია

    5 - 16 თებერვალი 2017 18:42

    Madloba luchis imistvis rac gaaketa axla droa wavides. Da nu aginebt am kacs dzaan magari gundi daayena

    გასულია

    4 - 16 თებერვალი 2017 18:09

    ყველაზე კაი ვარიანტი ესაა თან ბარსას ფეხბურთელებთან როგორც ვიცი თბილი ურთიერთობა ააქვს

    გასულია

    3 - 16 თებერვალი 2017 18:06

    ისე ვან გაალი ხო თავისუფალია? რატომღაც მინდა მაგის მოსვლა მევასება კარგი მწვრთნელია,თან იცნობს ბარსას და ლა მასიასაც წამოწევს წინ მაგას მაგრად უყვარს ახალგაზრდები .

    გასულია

    2 - 16 თებერვალი 2017 18:01

    ეს რომელი ქვეყნის ცხრილში ვართ მე-4 ადგილზე?

    გასულია

    1 - 16 თებერვალი 2017 17:54

    ისე ენრიკემ კი არა ფებურთელებმა მოიგეს :))) ბურთს რო დაიჯერდნენ ინიდვიდუალურად არავის ასუნინებდნენ ხავი და მესი :) ინიესტა და დალშე მარა ენრიკეს კარგი შედეგი დაუგროვდა ეხლა პაკა ძMაო :))) კარგად იყავი

    --------------------
    I LOVE BARCELONA !!!