რივალდო: "მალე კრიტიკოსები ენრიკეს ტაშს დაუკრავენ"

რივალდო: "მალე კრიტიკოსები ენრიკეს ტაშს დაუკრავენ"

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რივალდო, რომელიც "ოქროს ბურთის" (1999) ლაურეატია, მიიჩნევს, რომ ლუის ენრიკეს პრობლემების მოგვარება და "ბარსელონასთვის" წარმატების მოტანა შეუძლია.

ახლო წარსულში, კლუბის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო ესპანელი სპეციალისტის მომავალი "ბლაუგრანაში" კითხვის ნიშნის ქვეშაა. მედიამ არაერთხელ დაწერა, რომ კატალონიელთა ხელმძღვანელობა ლუისთან კოტნრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

"ჩვეულებრივია, რომ "ბარსელონას" მწვრთნელზე ზეწოლა ხდება. ეს დიდებული კლუბია, რომელსაც მუდამ გამარჯვება სჭირდება. გუნდი ყველა ტურნირზე ბრძოლას აგრძელებს.

"ბლაუგრანას" ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულის მოპოვება შეუძლია. ვიმედოვნებ, რომ ენრიკე დარჩება - ის შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია. საბოლოოდ დაინახავთ, რომ მალე ლუისის კრიტიკოსები მას ტაშს დაუკრავენ."-განაცხადა რივალდომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 20 იანვარი 2017 16:20
    0
    რამდენად ვეთანხმები შენს კომენტარს ბორბა ეგ ცალკე საკითხია, მაგრამ ის კივიცი რო შენ ჩემთვის ყველა ფეხბურთელზე მაღლა იქნები.
    --------------------
    "ბარსელონას სარგებელს მხოლოდ ისეთი ფეხბურთელები მოუტანენ, რომელბიც კლუბში ბავშვობიდან იზრდებიან" - იოჰან კრუიფი.
    "ჩემს გუნდში რივალდო ყოფილიყო, მერწმუნეთ, იუნაიტედის ტიტულები დღეს ორმაგი იქნებოდა"
    💬 სერ ალექს ფერგიუსონი
    Culé [?]
    #1 20 იანვარი 2017 16:07
    0
    ლეგენდები ორივე