სუარესმა "ბარსელონას" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა
ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, "ბარსელონასა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის, კატალონიური კლუბის ურუგვაელმა ფორვარდმა, ლუის სუარესმა "ბლაუგრანას" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.
შედეგიანი გადაცემა ბრაზილიელმა ნეიმარ და სილვამ გააკეთა, რომელმაც მეტოქის კარის აღება მეორე ტაიმის საწყის წუთებში თერთმეტმეტრიანის მეშვეობით მოახერხა.
"ბარსელონას" რიგებში 100 გოლის გასატანად, სუარესს 120 მატჩი დასჭირდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]