"სევილიას" ვიდალის არენდის წესით გაფორმება სურს

"სევილიას" ვიდალის არენდის წესით გაფორმება სურს

კატალონიის "ბარსელონას" ესპანელი მცველი, ალეიშ ვიდალი შესაძლოა ყოფილ გუნდს, "სევილიას" დაუბრუნდეს.

ანდალუსიურ კლუბს ვიდალის არენდის წესით შეძენა სურს. ალეიში "სევილიას" ღირსებას 2014-2015 წლებში იცავდა, რის შემდეგაც ის "ბარსელონას" შეუერთდა.

კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე მზადაა ვიდალის გასაშვებად, რომელიც მის გეგმებში არ შედის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.