"ატლეტიკი" - "ბარსელონა" (პრევიუ)

"ატლეტიკი" - "ბარსელონა" (პრევიუ)

6 იანვარს, ესპანეთის სამეფო თასის 1/8 ფინალის პირველ მატჩში, ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა სტადიონ "სან მამესზე" თბილისის დროით 00:15 საათზე დაიწყება. მთავარი არბიტრი დავიდ ფერნანდეს ბორბალანი იქნება.

"ბილბაოსთან" მატჩისთვის "ბარსელონას" განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, მასიპი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, გომეში, უმტიტი.

ტრავმის გამო, განაცხადს მიღმა სილესენი დარჩა, ხოლო მწვრთნელის გადაწყვეტილებით - დენისი, ვიდალი და მატიე.

ესპანეთის სამეფო თასის საწყის რაუნდში, "ბარსელონამ" "ერკულესი" გასვლით მატჩში ვერ დაამარცხა (1:1), მაგრამ საშინაო არენაზე დამაჯერებლად იმარჯვა (7:0) და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს. ლუის ენრიკეს კოლექტივი 34 ქულით მე-2 ადგილს იკავებს. ჯერჯერობით სხვაობა მადრიდის "რეალთან" 3 ქულაა, მაგრამ სამეფო კლუბს თადარიგში 1 შეხვედრა აქვს.

მიმდინარე სეზონში კატალონიური კლუბი ბილბაოში მეორეჯერ ითამაშებს. ლა ლიგის ეგიდით ჩატარებულ შეხვედრაში, "ბარსელონამ" "სან მამესზე" "ატლეტიკი" ივან რაკიტიჩის გოლის წყალობით დაამარცხა. 6 იანვარს გასამართ მატჩს ორივე გუნდი სერიოზული დანაკარგის გარეშე ხვდება, რაც დაპირისპირებას ხიბლს მატებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ესპანეთის სამეფო თასის სხვადასხვა სტადიაზე ამ ორი გუნდის არაერთი დაპირისპირება გაიმართა. 2009, 2012, 2015 წლებში "ატლეტიკი" და "ბარსელონა" ფინალში შეხვდნენ.

გასულ სეზონში ისინი ერთმანეთს 1/4 ფინალში შეხვდნენ, ხოლო 2010/11 წლებში, ისევე როგორც ახლა, კი - 1/8 ფინალში. თითოეულ დაპირისპირებას აერთიანებს ის, რომ ყველა შემთხვევაში გამარჯვება კატალონიურმა გრანდმა მოიპოვა.

ბასკების ანგარიშზე ესპანეთის სუპერთასის ფინალში მოპოვებული გამარჯვებაა, სადაც "ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში 1:5 დამარცხდა. რაც შეეხება ეროვნულ ჩემპიონატს, ბოლოს "ატლეტიკმა" გამარჯვება "სან მამესზე" 2013 წლის 1 დეკემბერს იზეიმა (1:0).

საინტერესო ფაქტები:

1. "ბარსელონას" 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

2. "ატლეტიკმა" საშინაო არენაზე ჩატარებული ბოლო 6-ივე შეხვედრა მოიგო.

3. კატალონიელებმა "სან მამესზე" ჩატარებულ ბოლო სამივე მატჩში მოიპოვეს გამარჯვება.

4. ბოლოს "ატლეტიკმა" "ბარსელონა" 2015 წლის 14 აგვისტოს დაამარცხა (4:0).

ლუის ენრიკე მატჩის წინ:

"მესი, სუარესი და ნეიმარი არდადეგების შემდეგ საუკეთესო ფორმაში დაბრუნდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ და ეს სასიამოვნოა. ვარჯიშზე მათმა მუშაობამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა.

ჩვენ ვიცით, რომ "ატლეტიკი" ძლიერია. ისინი ყოველთვის გვიქმნიდნენ პრობლემებს. დაძაბული მატჩები გველის. ეს გუნდი დიდ თამაშებში კარგია და სათასო შეხვედრები უყვარს."

სავარაუდო შემადგენლობები:

"ატლეტიკი": ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტე, ეტჩეითა, ბოვედა, ბენიატი, სან ხოსე, რაულ გარსია, მუნიაინი, უილიამსი, ადურისი.

"ბარსელონა": ტერ შტეგენი, ალბა, უმტიტი, მასკერანო, რობერტო, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, მესი, ნეიმარი, სუარესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.