"ბარსელონა" აპირებს, რომ მესის წელიწადში 35 მლნ ევრო შესთავაზოს

  • 15-12-2016, 13:31
  • "ბარსელონა" აპირებს, რომ მესის წელიწადში 35 მლნ ევრო შესთავაზოს

    "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ლიონელ მესის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხზე მუშაობს.

    კატალონიური კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუსა და მის თანამშრომლებს ესმით, რომ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს სათანადო ფინანსური პირობები უნდა შესთავაზონ. მესის მომსახურებით რამდენიმე ევროპული კლუბია დაინტერესებული და მზად არიან მას ასტრონომიული თანხა გადაუხადონ.

    როგორც AS იტყობინება, ბართომეუ აპირებს მესის წელიწადში ხელფასის სახით 35 მილიონი ევრო, გადასახადების დაქვითვის გარეშე, შესთავაზოს (70 მლნ ევრო გადასახადების გათვალისწინებით). ამ მომენტისთვის მესი წელიწადში 24 მილიონ ევროს იღებს. მიმდინარე სეზონიდან კი ეს თანხა 29 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რადგან კლუბმა თავის თავზე აიღო ქვეყნის საგადასახადო სამსახურისთვის ფულის გადახდის აუცილებლობა, რომელიც მესის უნდა გადაეხადა, რადგან არგენტინელი 2010-დან 2013 წლამდე მოგების გამო გადასახადებს თავს არიდებდა.

    ამ მომენტისთვის წელიწადში, დაახლოებით 35 მილიონ ევროს იღებს "ბარსელონას" თავდამსმხელი, ნეიმარი. ბრაზილიელს ასეთი თანხა მას შემდეგ შესთავაზეს, რაც მან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

    ამგვარად, მესის და ნეიმარის ერთად აღებული წლიური ხელფასი, გადასახადების დაქვითვით, 140 მილიონ ევროს შეადგენს. "ბარსელონას" წლიური ბიუჯეტი კი დაახლოებით 695 მილიონ ევროს შეადგენს.

    კომენტარები [ 6 ]

    გასულია
    lado-kopaliani წევრი

    6 - 16 დეკემბერი 2016 16:50

    არ მისცემენ და მათი აჯობებს

    გასულია
    mesi_10 წევრი

    5 - 15 დეკემბერი 2016 21:25

    მეტიც ეკუთნის.

    გასულია

    4 - 15 დეკემბერი 2016 17:02

    უნდა გადაუხადონ უეჭველი

    გასულია
    NickSoNNa_CuLe წევრი

    3 - 15 დეკემბერი 2016 15:18

    ციტატა: jack slater
    Amat shig xo ar aqvt.gundis biujetis 20% is or fexburtelze ganacileba arascoria.paxodu erti zangia

    ზანგი რაშუაშია ერთი. მაგრამ ორ ფეხბურთელში ამდენი თანხა მართლა არ უნდა იხარჯებოდეს. მაგრამ მესი აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ. ნეიმარიც შესანარჩუნებელია რადგან ნეი ჩვენი მომავალია

    ციტატა: ozbeta
    ასეთი სისულელე ჯერ არ წამიკითხავს, მაპატიე ავტორო, მაგრა რეალობას ეს 1% არ შეესაბამება, ვინ გითხარ რომ ნეიმარი 35 მილიონს იღებს წელიწადში?

    35 მილიონი გადასახადების ჩათვლით ბარსა იხდის ნეის გადასახადებს.

    გასულია
    messi_iniesta წევრი

    2 - 15 დეკემბერი 2016 15:04

    ციტატა: jack slater
    Amat shig xo ar aqvt.gundis biujetis 20% is or fexburtelze ganacileba arascoria.paxodu erti zangia

    zangi ra shuashia?

    გასულია
    GuF13 წევრი

    1 - 15 დეკემბერი 2016 14:10

    Allgeo.in საიტი პესის მოყვარულბისთვის

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.