მაზინიო: "უახლოს მომავალში ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება"

მაზინიო: "უახლოს მომავალში ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება"

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მაზინიო მიიჩნევს, რომ კატალონიის "ბარსელონას" 24 წლის ფორვარდი, ნეიმარი უახლოეს მომავალში მსოფლიოში საუკეთესო გახდება, რაშიც ლიონელ მესი დაეხმარება.

"უახლოს მომავალში ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესო გახდება. უნდა გვესმოდეს, რომ მესი თითქმის 30 წლისაა, რონალდუ კი ამ ასაკს გასცდა.

რონალდინიო და დეკუ მესის ძალიან დაეხმარნენ. ყველა დიდი ფეხბურთელი სხვა დიდ ფეხბურთელს ეხმარება.

მესი ნეიმარს ძალიან ეხმარება. ბრაზილიელი უკვე ერთ-ერთი საუკეთესოა, ლიონელი კი მას დაეხმარება, იმაში რომ გახდეს ნომერ პირველი." - განაცხადა მაზინიომ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    bibi1980
    სტუმარი [?]
    #2 20 ნოემბერი 2016 17:43
    0
    санам меси моеданзеа неимари арасодес икнеба саукетесо ну ту ар чавтвлит схва пехбуртелебсац. неимарзе укетеси икнеба мале дибала.
    lukacule
    სტუმარი [?]
    #1 19 ნოემბერი 2016 23:52
    0
    ase tu itamashebs salamuric ver gaxdeba sauketeso ki ara