ლუის ენრიკეს კომენტარი მატჩის შემდეგ

ლუის ენრიკეს კომენტარი მატჩის შემდეგ

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, "სევილიასთან" გამარჯვების შემდეგ (2:1), კომენტარი გააკეთა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ორმაგად დაძაბული და შესანიშნავი გამოდგა, მთელი მატჩის განმავლობაში მოდუნების საშუალება არ გვქონია. გაშვებულ გოლს ძალიან კარგად ვუპასუხეთ. მეტოქეს ვაჯობეთ. გათანაბრება ყოველთვის რთულია, მაგრამ ეს პრობლემა მოვაგვარეთ.

"სევილია" არის გუნდი, რომელსაც შეუძლია ცხოვრება გაგვირთულოს, ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით. ბევრი მომენტი გვქონდა და მატჩის ბედის უფრო ადრე გადაწყვეტაც შეგვეძლო.

მესის ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია გამოსვლა, ის თამაშს შესანიშნავად კითხულობს. ჩვენთვის მთავარია, რომ ლეომ რაც შეიძლება უკეთ იასპარეზოს.

გუშინ ყველამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ მესიმ უმაღლესი კლასი აჩვენა.

თამაშის ტემპის დაგდება და დაწყნარება გვინდოდა, მაგრამ მატჩის მიწურულს "სევილიამ" პრესინგს მიმართა. ეს ჩვენი ძალების შემოწმების შესანიშნავი მეთოდი იყო. გავიმარჯვეთ და რაც მთავარია კონკურენტს სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციის დაკავების უფლება არ მივეცით. მოგება უფრო და უფრო ძლიერს გვხდის." - განაცხადა ენრიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ნოემბერი 2016 01:57
    0
    მეორე ტაიმში 100%-ით მოუგე სანკტ პაულის ბრავო !
    B_A_C_H_I
    სტუმარი [?]
    #4 7 ნოემბერი 2016 16:53
    0
    Gvardim mesis chamoashora varskvlavebi aman kide mouyvana mesis sua da neimari.es sami samxrwt amerikeli gigantebi sheatamasho advili saqme araa.did pativs vcem luchos da magrad mevaseba.am momentistvis idialuria basas mwvrtnelad.wagebuli tamashis.shemdeg yvela landzgavs da is aviwydebat rom 2 welshi 8 tituli gvaq.da ar dagaviwydet rogor pormashi myopi gundi chaibara da aatamasha.
    Zaza Cule
    სტუმარი [?]
    #3 7 ნოემბერი 2016 16:08
    0
    ციტატა: denis suarez
    რამდენი ქულით გვისწრებს რეალი?????

    2-it
    denis suarez
    სტუმარი [?]
    #2 7 ნოემბერი 2016 16:05
    0
    რამდენი ქულით გვისწრებს რეალი?????
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #1 7 ნოემბერი 2016 15:41
    0
    აბა რაა ლუჩო