"ბარსელონა" ვერატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

"ბარსელონა" ვერატის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აკვირდება

"პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველ, მარკო ვერატის "მარსელთან" მატჩის მსვლელობისას, უნაი ემერისთან მცირე კონფლიქტი მოუვიდა. შეხვედრის 59-ე წუთზე ის მატუიდიმ ჩაანაცვლა. იტალიელი ფეხბურთელი ძალიან გაბრაზდა და თავკაცს უთხრა: "ეს რა არის? ცუდად ვითამაშე? რამე არასწორად ვთქვი?"

მატჩის შემდეგ ემერიმ კომენტარი გააკეთა: "ნორმალურია, რომ ფეხბურთელები ბრაზდებიან. მათ მეტი სათამაშო დრო უნდათ. ჩემი გადასაწყვეტია. მე გუნდისთვის საუკეთესო არჩევანს ვაკეთებ".

იტალიელი ნახევარმცველით "ბარსელონაა" დაინტერესებული. გუნდის დატოვების შემთხვევაში, ვერატისთვის ბევრი კლუბი იბრძოლებს, კატალონიელები მათ სიას მიეკუთვნებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 26 ოქტომბერი 2016 15:02
    0
    რამდენი ხანია ამაზე ვოცნებობ!
    LEO-MILAN
    სტუმარი [?]
    #1 26 ოქტომბერი 2016 05:34
    0
    Bodishit magram milanshi minda es kaci meee,,, nu tu milani ara mashin tqveni iyos gamexardeba mainc