ტოკერომ შესაძლოა არ ითამაშოს

ტოკერომ შესაძლოა არ ითამაშოს

კატალონიური სპორტული გამოცემის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ბილბაო ატლეტიკის" თავდამსხმელმა, გაისკა ტოკერომ შესაძლოა დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს.

ბასკებისთვის ცუდი და კატალონიელებისთვის კარგი სიახლე ისაა, რომ 26 წლის "ატლეტიკის" თავდამსხმელმა, გაისკა ტოკერომ შესაძლოა დღევანდელ მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს. ტოკერო ძალიან კარგი თავდამსხმელია, რომელსაც "ბარსასთვის" ბევრი პრობელემბის შექმნა შეუძლია. ეს არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2009 წლის "სამეფო თასის" ფინალში "ბარსას" კარის აღება შეძლო.

სხვა მხრივ, "ბილბაოს" ნახევარმცველი, პაბლო ორბაისი ფიქრობს, რომ მის გუნდს "ბარსას" დამარცხება შეუძლია.

პაბლო: "ამ მატჩზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავებთ. მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დაცვაში რაც შეიძება ნაკლები სივრცე დავუტოვოთ "ბარსას" ფეხბურთელებს. ჩვენ კი ჩვენი მრივ ვეცდებით, რომ კატალონიელების კარის დასალაშქრად ყველა შანსი გამოვიყენოთ. ასევე მინდა შევეხო ლეო მესის თემას. ჩვენთვის ძალიან კარგია მისი არ ყოფნა, მაგრამ არავისთვის არაა სასიხარულო ის ფაქტი, რომ ასეთ ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს".


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.