როსელი ვეტერან სოსიოებს აჯილდოვებს

როსელი ვეტერან სოსიოებს აჯილდოვებს

პარასკევს, სანდრო როსელმა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს, პირველად დააჯილდოვა ვეტერანი სოსიოები. ეს ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც ”ბარსელონასთან” 50 წელია დაკავშირებული არიან. წელს ასეთი ადამიანების რაოდენობა 189 არის.
”ნოუ კამპის” დაარსებიდან 53 წლის თავზე შედგა ძალიან ემოციური შეხვედრა. სტადიონის პარიზულ დარბაზში, 11 საათზე სანდრო როსელმა 189 ადამიანი დააჯილდოვა კლუბის ოქროს ემბლებემით.

ემოციები
როსელის გამოსვლა იყო პირველი სახალხო გამოსვლა მას შემდეგ, რაც ის პრეზიდენტად აირჩიეს. როსელთან ერთად იმყოფებოდა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი სოციალურ საკითხებში, ხორდი კარდონერი. პრეზიდენტმა აღიარა, რომ ძალიან აღელვებული იყო, როცა აჯილდოვებდა გულშემატკივრებს, რომლებიც ”ბარსას” გვერდში უდგანან ნახევარი საუკუნეა.

ოქროს მედლები
გამოსვლის დროს (პრეზიდენტს ეხმარებოდა ”ნოუ კამპის” ”ხმა” მანელ ვიკი) სანდრო როსელმა მიმართა სოსიოებს, რომლებმაც მიიღეს მედლები: ”ეს განსაკუთრებული დღეა.  დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც უკვე კლუბს 50 წელია გვერდში უდგახართ. მე მშურს თქვენი”.

მადლობა მურს
189 ადამიანს შორის იმყოფებოდა დიდი ხნის კლუბის თანამშრომელი ანხელ მური. ამ ადამიანმა 30 წელი იმუშავა ფიზიოთერაპევტად პირველ გუნდში და მას კლუბში კარგად იცნობენ. როცა როსელმა მისი სახელი ახსენა მთელი დარბაზი ოვაციით შეეგება მურს.

”ნოუ კამპი”
დილის 10 საათზე, რომაულ დარბაზში დაიწყო ზეიმი ”ნოუ კამპის” ”დაბადებიდან” 53 წლის აღსანიშნავად. 200-ამდე სოსიო და კლუბის ხელმძღვანელები, მათ შორის პრეზიდენტი როსელი და ვიცე-პრეზიდენტი კარდონერი, ესწრებოდნენ ამ ცერემონიას.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.