სილესენმა ტრავმის გამო ჰოლანდიის ნაკრები დატოვა

სილესენმა ტრავმის გამო ჰოლანდიის ნაკრები დატოვა

კატალონიის "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მეკარე, იასპერ სილესენი ტრავმირებულია, ამის გამო მან ეროვნული გუნდი დატოვა.

27 წლის მეკარემ დღევანდელ სავარჯიშო სესიაზე კოჭი დაიზიანა და იძულებული გახდა გეზი კატალონიისკენ აეღო.

ჰოლანდიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში 10 ოქტომბერს საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ჰოლანდიელთა თავკაცმა, დანი ბლინდმა სილესენის შემცვლელად ლონდონის "ტოტენჰემის" მეკარე, მიჰელ ვორმი გამოიძახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    L I O N E L MESSI
    სტუმარი [?]
    #2 9 ოქტომბერი 2016 12:45
    0
    ცუდია მალე დაგვიბრუნდი იასპერ
    Mebebiailikodailarioni
    სტუმარი [?]
    #1 9 ოქტომბერი 2016 08:59
    0
    araushavs male dagvibrundi