დიბალა: "მესის დონეზე თამაში შეუძლებელია"

  • 6-10-2016, 23:13
  • დიბალა: "მესის დონეზე თამაში შეუძლებელია"

    როგორც იცით, ლიონელ მესიმ მადრიდის "ატლეტიკოსთან" მატჩში ტრავმა მიიღო. ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაულო დიბალა საუბრობს იმაზე, შეძლებს თუ არა ნაკრების კაპიტნის ჩანაცვლებას.

    "მე შემიძლია მესის ფუნქციები შევასრულო, მაგრამ ლეოს დონეზე ვერ ვითამაშებ. ეს შეუძლებელია.

    "ბარსელონაში" გადასვლის თაობაზე მე და ლიონელს არ გვისაუბრია. კატალონიური კლუბის წარმომადგენლებს ჩემს აგენტთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

    "ბარსელონა" ნამდვილად დიდებული გუნდია, მაგრამ "იუვენტუსი" კატალონიურ კლუბს დიდად არ ჩამოუვარდება. 2 წლის წინ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავედით. ტურინში ბედნიერი ვარ და არსად არ ვაპირებ წასვლას." - განაცხადა დიბალამ.

    მსგავსი სიახლეები

    „იუვენტუსი“ დიბალას გაყიდვას არ აპირებს
    დიბალა "ბარსელონასთან" სათამაშოდ მზად იქნება
    დიბალა: "მე ვარ პაულო დიბალა და არა მომდევნო ლიონელ მესი"
    დიბალა: "გადამწყვეტ მატჩში "ბარსასთან" დაპირისპირება მსურს"
    დიბალა: "არ მინდოდა, "ბარსელონას" მე-4 თავდამსხმელი ვყოფილიყავი"

    კომენტარები [ 1 ]

    გასულია

    1 - 7 ოქტომბერი 2016 14:59

    ნეტა როდის დაგვიბრუნდება

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.