გუშინ, ”ბარსამ” ჩემპიონატში 2500-ე მატჩი გამართა

გუშინ, ”ბარსამ” ჩემპიონატში 2500-ე მატჩი გამართა

გუშინ ”ბარსელონამ” პრიმერა დივიზიონში თავისი 2500-ე მატჩი ჩაატარა. ბილბაოს ”ატლეტიკს” და მადრიდის ”რეალს” ”ბარსელონას” მსგავსად არასდროს დაუტოვებიათ პრიმერა დივიზიონი მისი დაარსებიდან (1828/29) დღემდე. ყველა მათგანმა ამ ტურში საიუბილეო მატჩი გამართა.
ყველაფერი დაიწყო 1929 წლის 12 თებერვალს ”სარდინეროზე”. ისტორიაში პირველი ჩემპიონატი ”ბარსელონამ” ტრიმფალურად მოიგო. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ”ბარსას” კრიზისი დაეწყებოდა. კრიზისი გაგრძელდა ორმოცდაათიან წლებამდე.

რთული პერიოდი
კრიზისის დროს 1933/34 წლებში ”ბარსამ” ყველაზე საშინელი სეზონი ჩაატარა. მაშინ კატალონიელებმა სეზონი ბოლოსწინა ადგილზე დაასრულეს და გავარდნას მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ მომავალ წელს პრიმერაში მონაწილე გუნდების რაოდენობა 10-იდან 12-ამდე გაზარდეს. იმ სეზონში არავინ გავარდა. 1937 წელს, სამოქალაქო ომის დროს, ”ბარსამ” მოიგო ”ხმელთაშუა ზღვის” ტურნირი, თუმცა მომავალში ეს მოგება ოფიციალურად არ ჩაითვალა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ განახლდა ჩემპიონატი. 1941/42 წლებში”ბარსამ” სეზონი ისევ ტურნირის ფსკერთან დაასრულა (მე-12 ადგილი 14 გუნდიდან). ამის გამო მათ მოუწიათ ”მურსიასთან” თამაში ელიტაში დარჩენისთვის. საბედნიეროდ, მოიგეს 5:1.

10 ტიტული 60 წლის მანძილზე
1944/45 წლის სეზონში ”ბარსამ”, როგორც იქნა, 16 წლიანი პაუზის შემდეგ, მოიგო ჩემპიონატი. მომავალი 16 სეზონის განმავლობაში ”ბარსელონამ” კიდევ 6-ჯერ იჩემპიონა. სამოციანი წლები ასოცირდება გუნდში კრიზისის დაწყებასთან. 1990 წლამდე ”ბარსამ” მხოლოდ 2-ჯერ მოიგო ჩემპიონატი. 1973 წელს ტიტულის მოგება კრუიფის გუნდში მოსვლის დამსახურებაა, 1984 წელს კი მწვრთნელი ტერი ვენეიბლზის. ეს იყო 2 ნათელი წერტილი დიდი კრიზისის პერიოდში. 90-იანი წლების დასაწყისში ”ბარსას” 10 ჩემპიონობა ჰქონდა მოპოვებული 60 წლის მანძილზე.

ახალი ერა
1990/91 სეზონი კლუბის ისტორიაში ახალ ერას უკავშირედბა. საუბარია კრუიფის ”ოცნების გუნდზე”. გუნდი თამაშობდა სწრაფ, შემტევ და და სანახაობრივ ფეხბურთს. მომდევნო 20 წლის განმავლობაში ”ბარსამ” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 10-ჯერ მოიგო. ამ პერიოდიდან აღსანიშნია გუნდის მთავარი მწვრთენლის ადგილზე ხოსეპ გვარდიოლას გამოჩენა.

ახალი მწვერვალები
საკმარისია შევხედოთ გვარდიოლას გუნდის სტატისტიკას და მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არაა. 2500 მატჩიდან ”ბარსამ” 1380 მატჩი მოიგო (55%). გვარდიოლას მწვრთნელობის პერიოდში 80 თამაშიდა 61 გამარჯვებით დასრულდა (76%).

ორი რამ, რაც უნდა ვიცოდეთ
ხმელთაშუა ზღვის ტურნირი
სამოქალაქო ომის დროს ჩატარდა ტურნირი სადაც მონაწილეობდნენ ვალენსიის და კატალონიის რესპუბლიკის გუნდები. 14 მატჩში ”ბარსელონამ” 20 ქულა დააგროვა და გამარჯვებულად დაასახელეს. ხელისუფლებაში ფაშისტების მოსვლის შემდეგ ეს ტურნირი აღარ ჩატარებულა. უკვე გამართული ტურნირი არაოფიციალურად ჩათვალეს.

გადასათამაშებელი მატჩი (1942)
1941/42 სეზონში ”ბარსამ” მე-12 ადგილი დაიკავა 14 გუნდიან ჩემპიონატში და მოუწია ”მურსიასთან” გადასათამაშებელი მატჩის ჩატარება. მატჩი ჩატარდა 1942 წლის 28 ივნისს ”ჩამარტინაზე”, სადაც ”ბარსამ” დამაჯერებლად გაიმარჯვა მარიანო მარტინის პოკერით (საბოლოო ანგარიში 5:1). ეს თამაში ოფიციალურად რომ ჩათვლილიყო, ”ბარსა” გუშინ 2501-ე მატჩს ითამაშებდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.