პრევიუ: "ბარსელონა" – "სპორტინგი"

პრევიუ: "ბარსელონა" – "სპორტინგი"

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება მატჩი კატალონიის "ბარსელონასა" და ხიხონის "სპორტინგს" შორის. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ "ბარსას" მაისურით დავიდ ვილიას საკუთარი ბავშვობის გუნდთან შერკინება პირველად მოუწევს...

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდრეს ინიესტას მეუღლე ორსულადაა და შესაძლოა ესპანელი ცოტათი ამ საკითხზე იყოს გადართული. ტრავმირებულია არგენტინელი ლეო მესი, რომელმაც კოჭზე დაზიანება "ატლეტიკოსთან" მატჩში მიიღო. ყველა ხედავს, რომ გუნდი ნელ–ნელა ძველ ფორმას იბრუნებს. ახლა კი გუარდიოლამ გუნდი კარგად უნდა მოამზადოს, რადგანაც ჩვენი, გულშემატკივრების იმედები არ გააცრუონ.

"ბარსელონა"


ამ კვირაში "ბარსას" "ლა ლიგას" კიდევ ერთი მატჩი აქვს გასამართი, ბილბაოს "ატლეტიკთან". ამის შემდეგ კი "ბარსა" ყაზანში გაემგზავრება, სადაც მათ იქ რუბინი დახვდებათ. არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელ მატჩში გუარდიოლამ რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს. რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, დავიდ ვილია ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებს, რადგანაც მესის შემდეგ მთავარი გოლის გამტანი სწორედ ეს ფეხბურთელი გახლავთ. ალბათ დავიდს გვერდს ახალგაზრდა პედრო დაუმშვენებს, შეტევებში კი როგორც ყოველთვის აქტიური ანდრეს ინიესტა იქნება. ზურგს კი მათ ბოიან კრკიჩი გაუმაგრებს.

ნახევარდაცვაში ფეხბურთელებს ჯერ თავისი ნამდვილი შესაძლებლობები ბოლომდე არ წარმოუჩენიათ. მასკერანო შესაძლოა ძირითადში ვიხილოთ, როგორც ჩავი, კეიტა და სერხიო ბუსკეცი. დაცვაში აბიდალი ერთადერთია ვინც ამ თამაშში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს. შესაძლოა ამ მატჩში "ბარსას" ახალწვეულმა, ადრიანო კორეიამ მიიღოს მონაწილეობა. ალბათ დღეს საღამოს, გუარდიოლა რაიმე სიურპრიზს შემოგვთავაზებს.

სავარაუდო შემადგენლობა: ვალდესი, პუიოლი, პიკე, ალვეში, ადრიანო, მასკერანო, კეიტა, ჩავი, პედრო, ბოიანი და ვილია.

"სპორტინგი"


ხიხონის "სპორტინგი" "ლა ლიგაში" ზედიზედ მესამე სეზონია უკვე ასპრაზებობს. მათი ვიზიტი "კამპ ნოუზე" უცხო ნამდვილად არაა. ხიხონელთა ცენტრალური მცველი, ბოტია "ბარსელონას" ცნობილი აკადემიის, "ლა მასიას" აღზრდილია. ასევე "სპორტინგმა" შეიძინა ისეთი ფეხბურთელები, როგორიცაა "რეინჯერსის" აწ უკვე ყოფილი მოთამაშე ნაჩო ნოვო და შემტევი ნახევარმცველი, ეგურენი "ვილიარელიდან". მწვრთნელი მანუელ პრეკიადო გუნდს 4–3–2–1 სისტემით ათამაშებს, სადაც ნოვო დამხმარე თავდამსხმელის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ამ მატჩში მისი მოედანზე გამოჩენა ტრავმის გამო ეჭვისქვეშ დგას. ასევე შესაძლოა მანუელმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენოს, რადგანაც შემდეგი მატჩის ჩატარება გუნდს ამ კვირაში უწევს.

სავარაუდო შემადგენლობა: კუელარი, ბოტია, არნოლინი, სასტრე, ლოპესი, კუევასი, პიზარო, სმილიანიჩი, მატაბუენა, სანგოი, ბილიჩი.

ვარაუდი


"ბარსელონა" თავისი შანსების გამოყენებას მაქსიმალურად აპირებს. დავიდ ვილია კი თავის მხრივ გოლების გატანას შეეცდება, მითმეტეს, რომ წინა მატჩში მან საშინლად არ უმართლებდა. თუ "ბარსელონა" შეძლებს და ბევრ გოლს გაიტანს, მაშინ ალბათ გუარდიოლა ახალგაზრდა ფეხბურთელებს სათამაშო დროს მისცემს.

"ბარსელონა" 3:1 "სპორტინგი"


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.