უიფალუში 12 მატჩამდე იქნება დისკვალიფიცირებული

უიფალუში 12 მატჩამდე იქნება დისკვალიფიცირებული

მადრიდის "ატლეტიკოს" ჩეხი ფეხბურთელი ტომაშ უიფალუში დისკვალიფიცირებული იქნება თორმეტ მატჩამდე. როგორც მოგეხსენებათ ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში მან უხეშად წააქცია ლიონელ მესი. სწორედ ამის გამო ლეო ვერ ითამაშებს ორი კვირის განმავლობაში.

24 სექტემბერს ესპანეთის ფეხბურთის დისციპლინის ფედერაციის კომიტეტის წარმომადგენლები განიხილავენ ამ ფაქტს და გამოიტანენ საბოლოო ვერდიქტს. უიფალუშის დასჯის ორი ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში იგი დისკვალიფიცირებული იქნება ერთიდან სამ თამაშამდე. რაც შეეხება მეორე ვარიანტს: ამ შემთხვევაში ტომაშს მოუწევს გამოტოვოს ოთხიდან თორმეტამდე თამაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.