კრუიფი მესის ტრავმაზე, როტაციაზე და დავიდ დე ხეაზე

კრუიფი მესის ტრავმაზე, როტაციაზე და დავიდ დე ხეაზე

დარწმუნებული ვარ, როცა მესი ”ვისენტე კალდერონს” ტოვებდა არ ფიქრობდა გამოუყენებელ მომენტზე. მას ტკივილი ძალიან აწუხებდა. მას რომ გაეტანა მესამე გოლი, უიფალუშთან ინციდენტი არ მოხდებოდა.
ასეთია ფეხბურთი. გაეტანა მესის ერთი გოლი რამდენიმე ხელსაყრელი მომენტის დროს და ის მოედანს საკაცით არ დატოვებდა. ჰქონოდა ”ბარსელონას” ორბურთიანი უპირატესობა და მატჩის დასასრული ასეთი არ იქნებოდა. თამაშის ხასიათი უფრო წყნარი იქნებოდა. ფლორესის გუნდი ცდილობდა ყველანაირი ხერხი გამოეყენებინა და შეეჩერებინა ”ბარსას” ფეხბურთელები. მრავალი მომენტიდან მესის, ვილიასა და პედროს ერთი გოლი რომ გაეტანათ და დავიდ დე ხეას ასე დიდებულად არ ეთამაშა, მესის ტრავმის არიდება შესაძლებელი იქნებოდა.
თამაშის დიდ მონაკვეთში ”ბარსა” ძალიან კარგად თამაშობდა. მატჩის შემდეგ პეპი ერთ რამეს მიხვდა: თუ გუნდს ვერ გააქვს სწრაფი გოლი, მომდევნო თამაშებში, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას. თუ თამაში არ მიდის სწრაფ ტემპში, ხშირია ჯარიმები, ”ბარსა” ყოველთვის აგებს. ეს მანერვიულებს. ეს სეზონი ძალიან რთული იქნება.
არ ვფიქრობ, რომ გვარდიოლამ როტაციას უნდა მიმართოს მანამ, სანამ ვარსკვლავები ფორმაში არიან. ბოლო ორი თამაშია ის ძირითად თერთმეტეულს ათამაშებს. გამარჯვებისთვის საჭიროა ყველა ბოლომდე დაიხარჯოს. პეპს შეუძლია მატჩში სამი შეცვლა გააკეთოს. ესეც თავისებური როტაციაა.
მოწონებას იმსახურებს დავიდ დე ხეა. დიდი ხანია არ მინახავს მეკარე ასეთი მანერებით და ჭკუით. ეს მხოლოდ ”ატლეტიკო” - ”ბარსელონას” მატჩიდან არ გამომდინარეობს. ის ახალგაზრდაა, მოქნილია და სწრაფია. ის კარგად თამაშობს ორივე ხელით და ფეხით. ის ბრწყინვალედ კითხულობს თამაშს.
კვირის თამაშმა დაადასტურა, რომ ”ბარსელონა” - ”ატლეტიკო” პრიმერას ერთ-ერთი ულამაზესი მატჩია. ამ თამაშში ”ბარსას” შეეძლო დიდი ანგარიშით მოეგო, თუმცა ბოლოს ”ატლეტიკოს” ჰქონდა ქულის აღების შანსი.
იოჰან კრუიფი. El Periodico

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.