უიფალუშიმ ბოდიში მოიხადა

უიფალუშიმ ბოდიში მოიხადა

კატალონიური სპორტული გამოცემის, "ელ მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ატლეტიკო მადრიდის" მწვრთნელმა, კიკო სანჩეზ ფლორესმა განაცხადა, რომ ტომაშ უიფალუში ძალიან წუხს მესის გამო და რომ მას სწრაფად გამოჯამრთელებას უსურვებს.

როგორც მოგეხსენებათ გუშინდელ მატჩში, რომელშიც ერთანეთს მადრიდის "ატლეტიკო" და კატალონიის "ბარსელონა" უპირისპირდებოდნენ, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა, ლეო მესიმ კოჭზე ტრავმა მიიღო, რის გამოც ტომაშ უიფალუში მოედნიდან გაძევებული იქნა. მატჩის შემდეგ იგი ლეოსთან მივიდა, პირადად მოუბოდიშა და სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა. აქვე შეგახსენებთ, რომ არგენტინელს მინიმუმ 2 ლიგის მატჩის გამოტოვება მოუხდება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.