10 ფრაზა სამუელ უმტიტის შესახებ

10 ფრაზა სამუელ უმტიტის შესახებ

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თავის კარგად წარმოჩენისა და "ლიონიდან" "ბარსელონაში" გადასვლის წყალობით, მსოფლიო ფეხბურთში სამუელ უმტიტის ცნობადობა ძალიან გაიზარდა. გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ფრაზას, რომელიც 22 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს ეხება.

"ის ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. სამუელი ახალგაზრდაა და ჩვენთან ენთუზიაზმით აღსავსე მოვიდა." - ხერარდ პიკე. "ბარსელონას" ცენტრალური მცველი.

"ის 22 წლის ასაკში უკვე კარგად მომწიფებული ფეხბურთელია." - დიდიე დეშამი. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

"მან ყველა ტესტი წარმატებით გაიარა." - რობერტ ფერნანდესი. "ბარსელონას" სპორტული დირექტორი.

"ითამაშე ისე, როგორც შეგიძლია." - ამ სიტყვებით მიმართა ლუის ენრიკემ უმტიტის გამპერის თასის წინ.

"ის ჩვენ სიცოცხლეს გვაძლევს. მას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ის 30 წლისას ჰგავს, არადა, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა." - სერხი დარდერი. "ლიონის" ფეხბურთელი.

"ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია." - ერიკ აბიდალი. "ლიონისა" და "ბარსელონას" ყოფილი მცველი.

"უმტიტი აქ იმიტომაა, რომ მან ეს დაიმსახურა." - პატრის ევრა უმტიტის საფრანგეთის ნაკრებში თამაშზე.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უნდა დამპატიჟოს, რადგან მე მას უმტიტი ვაჩუქე." - ჟან-მიშელ ოლა. "ლიონის" პრეზიდენტი.

"მას დიდი პოტენციალი აქვს." - სერხიო ბუსკეტსი. "ბარსელონას" ნახევარმცველი.

"მას აქვს საკმარისი თვისებები იმისათვის, რომ "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ითამაშოს." - ანდრე-პიერ ჟინიაკი. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 სექტემბერი 2016 20:03
    0
    რამდენი კაცი ესწრება თამაშს ხო არ იცით?