ლუჩოს მე-100 მოგება და რეკორდი

ლუჩოს მე-100 მოგება და რეკორდი

"ბარსელონას" ასტურიელ დამრიგებელს, ლუის ენრიკეს, კატალონიელთა პირველ გუნდში მუშაობის დროს, უკვე 100 მოგება დაუგროვდა.

ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში, "ბილბაოსთან" მოგება ლუის ენრიკესთვის იმითაც იყო გამორჩეული, რომ ეს შეხვედრა, მისთვის, საიუბილეო გამოდგა. 46 წლის სპეციალისტმა 100 თამაში მოიგო და ამისთვის მას მხოლოდ 126 შეხვედრის ჩატარება დასჭირდა, ეს კი, რეკორდია. დანარჩენი 26 მატჩიდან ლუის ენრიკეს გუნდმა 13 ფრედ დაასრულა და 13 წააგო.

რეკორდი, აქამდე, პეპ გვარდიოლას ეკუთვნოდა, რომელსაც, "ბაიერნთან" ერთად, 100 მატჩის მოსაგებად 132 თამაშის ჩატარება დასჭირდა. ახლა, კატალონიელმა მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

მესამე ადგილიც გვარდიოლას ეკუთვნის. "ბარსელონაში" 100 მოგება მან 139 შეხვედრაში დააგროვა. შემდეგ მოდიან ჟოზე მოურინიო (ჩელსი, 142 თამაში), ანტონიო კონტე (იუვენტუსი, 149 თამაში), მანუელ პელეგრინი (სიტი, 160 თამაში), არსენ ვენგერი (არსენალი 189 თამაში) და სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერი, 209 თამაში).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 29 აგვისტო 2016 15:40
    0
    მშვენიერი შედეგია და ამ შედეგზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება ისევ ბარსას და ლუის ენრიკეს შეუძლია!
    luki-barsa
    სტუმარი [?]
    #5 29 აგვისტო 2016 14:12
    0
    ჰეი ხალხო მართალია ლა ლიგა პრემიერ ლიგის წინაახმდეგი ითამასჰებსო ?
    LEO MESSI
    სტუმარი [?]
    #4 29 აგვისტო 2016 14:02
    0
    მიდი ლუჩო უმაგრესი სტატისტიკაა ასე გააგრძელე
    მეტრე
    სტუმარი [?]
    #3 29 აგვისტო 2016 14:00
    0
    La liga welsac chvenia rogorc chempionta liga da espanetis tasi. Reali ki rogorc yoveltvis me-2 an me-3
    cinto99
    სტუმარი [?]
    #2 29 აგვისტო 2016 13:44
    0
    ლუჩო მაგრა გაიქაჩა :D
    andre gomes
    სტუმარი [?]
    #1 29 აგვისტო 2016 13:42
    0
    100 კარგია მაგრამ +100 გვინდა