10 რამ, რაც იასპერ სილესენის შესახებ უნდა იცოდეთ

  • 26-08-2016, 02:17
  • 10 რამ, რაც იასპერ სილესენის შესახებ უნდა იცოდეთ

    ჰოლანდიელი მეკარე, იასპერ სილესენი, კატალონიის "ბარსელონას" მოთამაშეა, ამიტომაც მე მინდა შემოგთავაზოთ 10 რამ, რაც სილესენის შესახებ უნდა იცოდეთ.

    1. ჰოლანდიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩში სილესენი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

    2. სილესენმა მისი პირველი სეზონი "აიაქსთან" ერთად, რეზერვებში გაატარა და 25 მატჩში კარი მშრალად შეინახა.

    3. სილესენი და ლუის სუარესი "აიაქსში" ერთმანეთს 6 თვით აცდნენ. ურუგვაელმა გუნდი 2011 წლის იანვარში დატოვა, ჰოლანდიელი მეკარე კი ამსტერდამელებს იმავე წლის აგვისტოში შეუერთდა.

    4. სილესენმა ჰოლანდიური "აიაქსის" რიგეში, 142 შეხვედრა ჩაატარა. ამ 142 შეხვედრიდან 63-ში კი სილესენს გოლი არ გაუშვია.

    5. მას "აიაქსის" რიგებში, 2013/14 სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბარსელონასთვის" აქვს მოგებული.

    6. ის "ბარსელონას" მეორე ჰოლანდიელი მეკარეა. პირველ ადგილს, რუდ ჰესპი იკავებს.

    7. სილესენმა წინა სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზეც და ევროპის ლიგაზეც მიიღო მონაწილეობა, რადგან "აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი ოფის დაძლევა ვეღარ შეძლო და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპში იქნა გამწესებული.

    8. მან მისი სადებიუტო მატჩი ჰოლანდიის ნაკრების მაისურით, 2013 წელს ჩაატარა. მისი დებიუტი ლუი ვან გაალის მწვრთნელობის დროს შედგა.

    9. სილესენმა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ყველა მატჩი, ძირითადად შემადგენლობაში დაიწყო

    10. იასპერმა "აიაქსის" რიგებში, 4 ტიტულის მოგება მოახერხა.

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    LEO MESSI

    6 - 26 აგვისტო 2016 12:22

    მაგარი კიპერია სილესენი

    გასულია

    5 - 26 აგვისტო 2016 12:04

    შტეგენი ლა ლიგაზე და ლიგაზე უნდა იდგეს, ეს კოპააზე და ლა ლიგის 7 თამაში ათამაშოს კიდევ!

    Messi best of World

    4 - 26 აგვისტო 2016 10:45

    ის ჰოლანდიის ლიგა იყო და იმიტო არ უშვებდა გოლებს . წარმატებებს ვუსურვებ მაგრამ მე სჰტეგო მირჩევნია

    ისე 22 წლის რომ არაა მიკვირს :D

    james rodriguez

    3 - 26 აგვისტო 2016 08:59

    სტეგენს მაინც ვერ შეედრები

    Giorgi10--10--10--10

    2 - 26 აგვისტო 2016 08:21

    zd dzmebi axali var da mimigebt ?

    გასულია

    1 - 26 აგვისტო 2016 03:18

    შტეგენი მაინც პირველია ეს მეორე.