"ბარსელონამ" ტელიოს ტრანსფერი დაადასტურა

  • 16-08-2016, 15:41
  • "ბარსელონამ" ტელიოს ტრანსფერი დაადასტურა

    "ბარსელონამ" 25 წლის ესპანელი შემტევის, კრისტიან ტელიოს "ფიორენტინაში" არენდით გაშვება ოფიციალურად დაადსატურა. კატალონიური კლუბის ვებგვერდის ცნობით, ტელიო ფლორენციულ კლუბში ერთი წლით ითამაშებს და არენდის ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, "იებს" მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

    არაოფიციალური ინფორმაციით, "ფიორენტინა" არენდაში ნახევარ მილიონ ევროს გადაიხდის, ხოლო გამოსასყიდ თანხად 7.5 მილიონი ევროა დადგენილი.

    ტელიო "ბარსელონაში" 2010 წლიდან ირიცხება, პირველი გუნდის წევრად კი ის 2011 წელს იქცა. კატალონიელთა მაისურით ტელიომ 86 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. 2014 წლიდან, ტელიო ჯერ "პორტუში", შემდეგ კი "ფიორენტინაში" იყო განათხოვრებული.

    კომენტარები [ 7 ]

    guro
    guro სტუმარი

    7 - 18 აგვისტო 2016 12:07

    martla magari dubli sheagdo,magrem magis dubli mesis 5 goltan mimiqaravs

    გასულია
    Don vinton წევრი

    6 - 17 აგვისტო 2016 09:49

    amis gahveba ar mindoda magram warmatebebi telos ,ra maimunonbaa naxevari milioni evro vis rat unda ,amas ar jobda daetovebinat?

    გასულია
    Ozbeta B-) წევრი

    5 - 17 აგვისტო 2016 02:34

    Amis gashveba sisulelea :-(

    messi 1999 2015
    messi 1999 2015 სტუმარი

    4 - 16 აგვისტო 2016 21:44

    არადა ეს ბიჭი როგორ დამევასა ლევერკუზენთან მატჩში 2012 წელს მაგ წელს ძან მაგარი იყო მაგრამ რაც გვარდიოლა წავიდა მერე აღარ მიცეს თავის გამოჩენის შანსიდა დაალპეს სკამზე

    Luka-Messi
    Luka-Messi სტუმარი

    3 - 16 აგვისტო 2016 16:53

    წარმატებები ფიორენტინაში!

    გასულია
    T-BLauGrana წევრი

    2 - 16 აგვისტო 2016 16:01

    კაია კიდევ ერთი ხლამი გავუშვით

    გასულია

    1 - 16 აგვისტო 2016 15:51

    Geviget:-(

    --------------------
    E.MESSI
    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.