შეუთავსებადია "ბარსელონას" სათამაშო სტილი მასკერანოსთან?

შეუთავსებადია "ბარსელონას" სათამაშო სტილი მასკერანოსთან?

ამ დღეებში ეს შეკითხვა საკმაოდ გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან საკმაოდ უწყინარ სახეს ატარებდა. ცნობილმა საფეხბურთო ანალიტიკოსმა, რომელიც The Guardian-ის და Sports Illustrated-ში მუშაობს და აქვს საკუთარი სვეტი შეეცადა, რომ ღირსეული პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის.

"-თქვენ დაიწყეთ უკვე კატალონიურის სწავლა?"- ამ შეკითხვის მერე ხავიერი ცოტა აღელვებული ჩანდა და ყველასთვის კარგად ცნობილი ფრაზებით დააფიქსირა თავისი აზრი, "-მე უეჭველი ვისწავლი კატალონიურს."

ალბათ გულში გაიფიქრა თუ რა სულელი იყო ეს ჟურნალისტი, იგი ხომ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც კატალონიაშია.

არც ანდრეს ინიესტას და არც ლაიონელ მესის არ დაუხვეწია ამ ხნის განმავლობაში კატალონიური ენის ცოდნა, მაგრამ ამის გამო არავის უფიქრია მათი "ნოუ კამპიდან" გაძევება. ამის ფონზე კი, მასკერანოს ლინგვისტიკური შესაძლებლობებით დაინტერესება, მხოლოდდამხოლოდ კიდევ ერთი, ყურით მოთრეული არგუმენტია, რათა ეჭვი შევიტანოთ მასში. არავითარი მნიშვნელობა არ ააქვს იმას, რომ მასკერანო მაინცდამაინც ენაწყლიანი, რომ არ არის თუნდაც ესპანურში. სხვათაშორის ეს კიდევ ერთი მიზეზია.

თუ კი რაიმე სახის ეჭვი არსებობდა, მაშინ ის არგენტინელის დებიუტის შემდეგ უფრო განმტკიცდა. როდესაც ფეხბურთელს ეს შეკითხვა დაუსვეს მას 56 წუთი ქონდა ნათამაშები. ტაიმი "ერკულესთან" და 11 წუთი "პანათინაიკოსთან".

მისი დებიუტი "ერკულესთან" კატალონიის დღეს საშინაო მარცხით, ანგარიშით 0:2 შედგა. ეს მოვლენა მთელი "ბარსელონასთვის" მოულოდნელობა აღმოჩნდა. ამ გუნდს საკუთარ მოედანზე 16 თვის განმავლობაში არ ქონდა წაგებული. გვარდიოლას ხელშიც არ დამარცხებულა გუნდი ვინმესთან, პრიმერაში, ორბურთიანი სხვაობით. ორშაბათს კი "ბარსელონამ" "პანათინაიკოსი" 5:1 დაამარცხა, მაგრამ მასკერანოს გარეშე.

"ერკულესთან" მსუბუქად, რომ ვთქვად საქმეები არ აეწყო ხავიერს. "ბარსელონა" დომინირებდა, ბურთსაც ფლობდა, დაახლოებით 80%-ს, მაგრამ წარმოუდგენელად ნელი იყო. ბევრი ამ ყველაფერს ჩავის და ბუსკეტსის არყოფნას მიაწერდა და ზოგიც მასკერანოს სასტარტოში გამოჩენას უკავშირებდა. მის მიერ გაკეთებული პასები ბევრი და ზუსტიც იყო, მაგრამ ნაგვიანები იყო, რაც აფერხებდა "ბარსელონურ მანერას".

მასკერანომ ასევე "გამოიმუშავა" ერთი-ორი სახიფათო საჯარიმო დარტყმა, რომელთაგან ერთმა გოლი მოიტანა ვიქტორ ვალდესის კარში. ის ბედნიერი უნდა იყოს, რომ მოედნიდან არ გააძევეს, როცა რიკი დრენტე წააქცია, ამ მომენტამდე მას ქონდა ყვითელი ბარათი.

ბევრი ფიქრობდა, რომ მისთვის თამაში ჯერ ადრე იყო. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ თქვა, რომ ხავიერს დრო დასჭირდებოდა, რათა კატალონიელტა სათამაშო მანერას შეგუებოდა. მიუხედავად ამისა "ერკულესთან" ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მასკერანოს შეძენა იმთავითვე შეცდომა იყო. ერთი შეხედვით მათ ფიქრებში ღვივა ჭეშმარიტების მარცვალი.

"ბარსელონა" ყიდის იაია ტურეს და მის სანაცვლოდ, მცირეოდენი თანხის მოგების გამო მოყავს "ლივერპულიდან" მასკერანო. ხომ არ შეცდა ისევ "ბარსა"? ეხ ყველაფერი ეტო'ო-იბრაჰიმოვიჩი-ვილიას ისტორიის გაგრძელება ხომ არ არის? ნუთუ ის ამად ღირს?

ბევრი და მათ შორის მეც, ვთვლით, რომ იაია 5 მილიონზე უფრო მეტად ძლიერი ფეხბურთელია. მოგება უმნიშვნელოა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბუსკეტსის გამოჩენის შემდეგ იაიას თამაში თითქმის აღარ უწევდა.

რატომ იქნება მასკერანოსთან მიმართებაში სხვაგვარი სიტუაცია? ბოლო-ბოლო ტურე მომენტებსაც ქმნიდა, რასაც ვერ იტყვი არგენტინელზე. შეიძლება "ბარსელონა" ორი საყრდენით აპირებს თამაშს? თუ ასეა რომელი მათგანია თანახმა იჯდეს სატადარიგოთა სკამზე?

ეს მარტივი სიტუაცია არ არის, ყველაფერი დროზე არის დამოკიდებული. დროზე და ადამიანებზე. დროზე, ადამიანებზე და ფულზე. და ფიზიკურ მომზადებაზე. შესაძლებლობებზე. და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე. ტურეს გასხვისება და მასკერანოს შეძენა ეს წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო.

შარშანდელი აფრიკის თასიდან დაბრუნებულ ტურეს ტრავმამ საშუალება არ მისცა, რომ გუნდს მალე დახმარებოდა. როცა ფეხბურთს დაუბრუნდა უკვე აპრილი იყო. გუნდიც დაღლილი იყო ფეხბურთელის აგენტისაგან, რომელიც საქვეყნოდ აცხადებდა, რომ მისი კლიენტით სხვა კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი, გარდა ამისა საჯაროდ გამოხატავდა უკმაყოფილებას უთამაშებლობის გამო და კრიტიკას არ იშურებდა სერჟი ბუსკეტსის მიმართ. "ადგილობრივი პროდუქტი" სერჟი გვარდიოლასთან ერთად მუშაობდა "ბარსელანა ატლეტიკში", მას შემდეგ, რაც გვარდიოლა ძირითად გუნდში მოვიდა თან მოიყვანა ბუსკეტსიც, რომელმაც წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია და ორი წლის განმავლობაში მესამე დივიზიონიდან პირველში მოხვდა და მსოფლიო თასიც მოიგო. იგი, როგორც ვიცით პეპის ყოფილი თანაგუნდელის კარლეს ბუსკეტსის შვილია, რომელიც გვარდიოლას მხარდამხარ კრუიფის "დრიმ თიმში" თამაშობდა.

ტურეს ტრანსფერი სატრანსფერო საკითხის შეუთანხმლობას მიაწერეს, თითქოს ის მოითხოვდა ხელფასის მომატებას. იგი "მანჩესტერ სითიში" გადავიდა და ხელფასის სახით 312 000 დოლარს რებულობს კვირაში. ეს ხელფასი იმდენად დიდია, რომ გრანდიოზულ გასამრჯელოდ დაესახებოდა "ბარსას" ყველა ფეხბურთელს, ლეო მესისაც კი არ ააქვს ამხელა ხელფასი. "სითი" "ბარსელონას" არაჩვეულებრივი ვარიანტი შესთავაზა, ტურეს გაყიდვიტ კატალონიელებს ფულის დაზოგვა არ გაუჭირდებოდათ და ფინანსურ მოგებასაც ნახავდნენ. ეს ფული კი სესკ ფაბრეგასის დასაბრუნებლად უნდა გამოეყენებინათ.

მხოლოდ არსენ ვენგერის მყარმა გადაწყვეტილებამ, რომ არ გაეშვა ფაბრეგასი შეანარჩუნებინა ის "არსენალს". მას შემდეგ კი, როცა "ბარსელონამ" ვერადავერ დაიბრუნა "უძღები შვილი" დაბრუნება აღმოაჩინა, რომ ყველაზე პატარა განაცხადი ქონდა მთელს პრიმერაში და ამიტომაც საკუთარი არჩევანი ხავიერზე შეაჩერა. ბონუსი კი ის იყო, რომ მასკერანო არ მოითხოვდა ტურესოდენა ხელფასს და თან არგენტინელი ყველაფერზე წავიდოდა ოღონდ კატალონიაში გადასულიყო.

ფაბრეგასის შემთხვევაში კი არავითარი ეჭვი არ არის, იგი კატალონიელია და ბავშვობიდან ამ კლუბს ქომაგობდა. მას გააჩნია ის, რასაც ხშირად "ბარსელონურ დ.ნ.მ-ს" უწოდებენ. იგი ჩავისთან, პუიოლთან, ინიესტასთან და ბუსკეტსთან ეროვნულ ნაკრებში თამაშობს, ხოლო მისი საუკეთესო მეგობარი ჟერარ პიკეა. ის მესის 13 წლიდან იცნობს და ლაპარაკობს კატალონიურად.

ამასწინათ დენი ბლინდმა თქვა, რომ იმისათვის, რათა აითვისო "ბარსელონას" სათამაშო სტილი არ არის საკმარისი ერთი წელი, ეს მთელი მეცნიერებაა. ბლინდი "აიაქსის" ყოფილი ფეხბურთელია, რომელიც ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია, "ბარსელონას" მოდელის შემქმნელი აკადემიის, რომლის მიმდევარი იოჰან კრუიფი იყო.

მასკერანო, თქვა ბლინდმა, შეიძლება თავიდან პრობლემებს წააწყდეს "ბარსელონაში". არა იმიტომ, რომ ის ცუდი ფეხბურთელია, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება ის შესაფერისი ფეხბურთელის ცუდი ვარიანტი გამოდგეს.

"ბარსას" სტილი იმდენად სპეციფიური და უნიკალურია, რომ ყველა ფეხბურთელს, რომელიც გუნდში მოვა არ შეუძლია ამ სტილისთვის ალღოს უცებ აღება. მასკერანოს დრო დასჭირდება და მოთმინება სანამ შეძლებს ადაპტაციას.

ახალი ენის შესწავლა დროს მოითხოვს. როგორც ახალი სათამაშო მანერის შესწავლა.

სტატია მოამზადა: მამუკა უგრეხელიძემ (busquets)

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.