"ბარსას" დიდი გამოცდა ელის

"ბარსას" დიდი გამოცდა ელის

როგორც მოგეხსენებათ, კვირას, "ბარსელონა" "ლა ლიგას" მესამე ტურს მადრიდში, "ვისენტე კალდერონზე" გამართავს. მადრიდელთა არენასთან "ბარსას" ბევრი სასიამოვნო მოგონება ნამდვილად არა აკავშირებს. "ბარსას" "კალდერონიდან" სამი ქული წამოღება ყოველთვის უჭირდა.

"ბარსელონამ" ბოლოს "ვისენტე კალდერონზე" 2009 წლის, 6 იანვარს მოიპოვა გამარჯვება, ანგარიშით, 3:1. ამ გამარჯვების მოპოვება ბლაუგრანამ "სამეფო თასზე" მოახერხა. ერთი თვის შემდეგ კი მისი დაუფლებაც შეძლო.

ამ მატჩს უკლებლივ ყველა "ბარსელონელი" ოპტიმიზმით ხვდება, რაც მათ წინასამატჩო კომენტარებშიც აისახება. ასევე "ვისენტე კალდერონზე" რამდენი ფეხბურთელი "ბარსას" მაისურით პირველად გავა მოედანზე. დავიდ ვილიათვის "ატლეტიკოს" კარი უცხო არაა. დავიდს მადრიდელთათვის 6 გოლი აქვს გატანილი.

დანი ალვესი: "მატჩი "ატლეტიკოსთან" ჩვენთვის "რთული გამოცდა" იქნება. მე ძალიან მომწონს ისეთი თამაშები, რაზეც ხალხი ძალიან ბევრს საუბრობს. ამ მატჩში გამარჯვებით კი ჩვენ შეგვეძლება დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ძველი ფორმა აღვიდგინეთ."

სერხიო ბუსკეცი: "ეს არის ერთადერთი გუნდი, რომელმაც საკუთარ მოედანზე უკვე ძალიან ბევრჯერ შეძლო ჩვენი დამარცხება, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ, ხოლო წაგების შემთხვევაში მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება სურვილის უქონლობის ბრალი."

ანდრეს ინიესტა: "ჩვენ "ტრადიციის" დარღვევას შევეცდებით, მაგრამ ყველას კარგად მოეხსენება, რომ "ბარსას" ამ მოედანზე გამარჯვება ძალიან უჭირს."

ხავიერ მასკერანო: "ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან, თან რამდენიმე ტოპ ლიგაც მოიგეს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არამარტო "ბარსასთვის", არამედ "ატელტიკოსთვისაც" ეს რთული მატჩი იქნება."

ვიქტორ ვალდესი: "წინა მატჩებში არ გვიმართლებდა. გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ "ბარსა" თავისას მიაღწევს და გამარჯვებას მოიპოვებს."

პეპ გუარდიოლა: "ჩვენთვის "კალდერონი" ძალიან კარგი გამოცდა იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ ჩვენ ევროპისა და მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით."




  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.