გუარდიოლა: "მესის გაკრიტიკება ძალიან ძნელია"

გუარდიოლა: "მესის გაკრიტიკება ძალიან ძნელია"

საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ არგენტინელი თავდამსხმელი, ლეო მესი მსოფლიოში საუკეთესოა.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს მესიმ თავისი ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა საბერძნეთის "პანათინაიკოსთან". მატჩის შემდეგ კი პეპ გუარდიოლამ მისთვის შემამკობელი სიტყვები არ დაიშურა.

პეპ გუარდიოლა: "გაფუჭებული პენალტის შემდეგ მესი ძალიან დამწუხრდა. საერთოდ მას რაიმე თუ არ გამოზდის ამას ძალიან განიცდის ხოლმე. ის მსოფლიოში საუკეთესოა და სხვა ფეხბურთელის მისი გვერდით დაყენება არ შეიძლება. ლეოს ყველა პატივს ცემს, ჩვენ კი ვცდილობთ მას სათამაშოდ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. "

"მას ძალიან უყვარს ვარჯიში. ის ნამდვილად კარგი ახალგაზრდაა. არსებობენ ძალიან კარგი ფეხბურთელები, მაგრამ მესი საუკეთესოა. დააკვირდით თუ როგორ იტანს გოლებს. მისი გაკრიტიკება წარმოუდგენელია."


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.