ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დაინიშნა

ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი დაინიშნა

ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის სპეციალისტი დაასახელა, რომელიც ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იქნება. "ფურია როხა" 49 წლის ხულენ ლოპეტეგის ჩააბარეს.

ლოპეტეგის "რაიო ვალიეკანოში", "რეალ მადრიდ ბ"-ში, ესპანეთის 19, 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში და "პორტუში" უმუშავია. აქამდე მისი ბოლო სამუშაო ადგილი სწორედ პორტუგალიური გუნდი იყო.

ლოპეტეგი, რომელიც ფეხბურთელობის დროს მეკარე იყო, "რეალის" სკოლის აღზრდილია. 1988-1991 წლებში, მადრიდელთა მაისურით, მან ლა ლიგაში ერთი თამაში ჩაატარა. 1994-1997 წლებშიი, ლოპეტეგი უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. მან, კატალონიელთა რიგებში, პრიემრაში, 5-ჯერ ითამაშა.

ლოპეტეგიმ, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ვისენტე დელ ბოსკე შეცვალა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 22 ივლისი 2016 00:23
    0
    პირველად გავიგე ამ ლოპეტეგის შესახებ
    --------------------
    ❤️❤️❤️ ილია ჭავჭავაძე ❤️❤️❤️
    ❤️ლელთ ღუნია:"ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს,მით იყვის უკედ."❤️
    „ლურჯ-ბროწეულისფერი“
    სტუმარი [?]
    #4 21 ივლისი 2016 21:35
    0
    espanetis xana dasrulda ukve :-D:-D
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 21 ივლისი 2016 20:56
    0
    იმედი მაქ ბოსკე მოსანატრებელი არ გაგვიხდება ამის ხელში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივლისი 2016 19:19
    0
    Es mtlad daaqcevs espanets
    tsotne-cule
    სტუმარი [?]
    #1 21 ივლისი 2016 17:50
    0
    Smaze uketesi very naxes