დინი "ბარსაში" გადასვლის მიზეზებზე საუბრობს

დინი "ბარსაში" გადასვლის მიზეზებზე საუბრობს

"ბარსელონაში" თამაში ახდენილი ოცნებაა. როდესაც ბავშვი ვიყავი, მამას ვუთხარი, რომ ერთ დღესაც მე კამპ ნოუზე "ბარსას" მაისურით ვითამაშებდი."

"როდესაც საქმე ტრანსფერამდე მივიდა, მან მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, მე მას დავურეკე და ვუთხარი, რომ ჩემი ოცნება ახდა."

დინი პარიზელებს 2013 წელს "ლილიდან", 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეურთდა. ფეხბურთელმა დედაქალაქელების მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი "რომაში" იჯარის წესით ირჯებოდა. ფეხბურთელის თქმით, ის პარიზში თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა და უნდოდა, რომ სხვა გუნდში გადასულიყო.

"რომაში ჩატარებული მშვენიერი სეზონის შემდეგ, ვფიქრობდი, რომ ჩემს კარიერაში ახალი ეტაპი უნდა დაწყებულიყო. პარიზში გატარებული ორი წელი ძალიან არასასიამოვნო იყო ჩემთვის."

"ერთი წლის წინ მე მათ ვუთხარი, რომ გუნდის დატოვება მსურდა. მათ მიპასუხეს, რომ ახალ მარცხენა მცველს იყიდდნენ და შემდეგ გამიშვებდნენ. "რომში" დიდი გამოცდილება და ტაქტიკური განათლება მივიღე."

"2015/2016 წლის სეზონში პსჟ დამიკავშირდა და მე მათ ვუთხარი, რომ "რომადან" პარიზში დაბრუნება არ მსურდა."

"ახლა კი "ბარსელონას" ნაწილი ვარ, რაც ძალიან მახარებს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 19 ივლისი 2016 23:17
    0
    ა კაცი პსჟში არიყო, უთხრათ არ მინდა თქვენთანო და გამოუშვეს ბარსაში, არა სირ მარკინიოსს გავს რო დომოდა მასაც გაყიდიდნენ