პიკე: "მესი საუკეთესოა!"

პიკე: "მესი საუკეთესოა!"

დღეს, "ბარსელონასა" და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველმა, ხერარდ პიკემ, ლანჩის წინ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა, სადაც ახალგაზრდა არგენტიელ ფეხბურთელზე, ლეო მესზე და "ატლეტიკო მადრიდთან" მატჩზე ისაუბრა.

ესპანური გამოცემა, "AS" კი მის სიტყვებს ციტირებს.

ხერარდ პიკე: "ახლა ყველამ უფრო კარგად დაინახა თუ რომელი ფეხბურთელია საუკეთესო. მესი თუ რონალდო? ზოგჯერ ამ საკითხზე საუბარი სასაცილოდაც მეჩვენება..."

"ჩვენ "ვისენტე კალდერონზე" აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, რადგანაც წაგების შემთხვევაში ჩვენსა და პირველ ადგილოსანს შორის სხვაობა 6 ქულა იქნება. ჩვენ კი ეს არ უნდა დავუშვათ და "ატლეტიკო მადრიდთან" ძალიან კარგად უნდა ვითამაშოთ."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.