10 ფაქტი სამუელ უმტიტის შესახებ

10 ფაქტი სამუელ უმტიტის შესახებ

დღის განმავლობაში "ბარსელონაში" უმთავრესი თემა 22 წლის ფრანგი ნახევარმცველის, სამუელ უმტიტის ტრანსფერია. კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ახალწვეულის შესახებ 10 საინტერესო ფაქტს გვთავაზობს.

1. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უმტიტიმ, "ლიონის" შემადგენლობაში, უკვე 170 თამაშის ჩატარება მოასწრო: 131 ლიგა ერთში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 15 ევროპა ლიგაზე, 8 საფრანგეთის თასზე, 8 საფრანგეთლის ლიგის თასზე და 1 საფრანგეთის სუპერ თასზე.

2. უმტიტი "ლიონის" დაცვის უცვლელი წევრი იყო. იმ მატჩებში, რომლებშიც მან მონაწილეობა მიიღო, ფეხბურთელმა მოედანზე სათამაშო დროის 97.2% დაჰყო.

3. 2015 წლის იანვარში, სამუელმა "ლიონის" მაისურით მე-100 თამაში ჩაატარა. ეს "ბორდოსთან" მატჩში მოხდა. იმავე შეხვედრაში, უმტიტიმ კაპიტნის სამკლავურით პირველად ითამაშა, ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ის ლიდერის თვისებებითაა დაჯილდოებული.

4. "ლიონის" პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი უმტიტის 18 წლის ასაკში, 2012 წლის 8 იანვარს, "დუშერის" წინააღმდეგ ჰქონდა.

5. უმტიტის, აქამდე, ესპანური გუნდების წინააღმდეგაც უთამაშია. ეს ევროპა ლიგაზე, "ბილბაოსთან", "ბეტისთან" და "ვალენსიასთან" მოხდა. მან 4-ჯერ მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და ერთხელ წააგო.

6. უმტიტიმ, ერთხელ, "ბარსელონას" ნახევარმცველის, რაფინიას წინააღმდეგაც ითამაშა. ეს 2012 წლის თებერვალში, საფრანგეთისა და ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებების თამაშის დროს მოხდა, როდესაც ესპანელებმა 2:1 მოიგეს.

7. სამუელმა, "ლიონის" აკადემიაში, თამაში ცენტრფორვარდად დაიწყო, მაგრამ წლების განმავლობაში დაცვაში გადაინაცვლა. ცენტრის გარდა, მას თამაში მარცხენა მცველადაც შეუძლია.

8. ის, რომ უმტიტიმ თამაში ცენტრფორვარდად დაიწყო, ნიშნავს, რომ ფეხბურთელს შეტევაში თამაშიც შეუძლია, რაც მას "ლიონში" არაერთხელ დაუმტკიცებია.

9. უმტიტიმ, "ლიონთან" ერთად, 2 ტიტული მოიგო: საფრანგეთის თასი და საფრანგეთის სუპერ თასი.

10. სამუელ უმტიტის საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ევრო 2016-ის 1/4-ფინალში, ისლანდიასთან მატჩში ჰქონდა. მან 90 წუთი ითამაშა, ისევე, როგორც 1/2-ფინალსა და ფინალში გერმანიისა და პორტუგალიის წინააღმდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #4 13 ივლისი 2016 01:52
    0
    სავარაუდოდ ალვეშის ადგილს დაიკავებს
    Culé [?]
    #3 12 ივლისი 2016 23:56
    1
    არ უნდაა გააფუჭონ სკამზე. ცოდვაა.. მაგარი მცველი დადგებაა.. უნდაა ენდოს თავიდანვეე ენრიკე
    PERANI
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 23:16
    1
    "ნახევარმცველის" გაასწორეთ :D

    "ის, რომ უმტიტიმ თამაში ცენტრფორვარდად დაიწყო"--- მწერალი უეჭველი გვეღადავება ან აზრზე არაა არაფრის :დ
    ACHI CH
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2016 22:44
    1
    ჯერ ჯერობით კარგი ჩანს აბა წარმატებები