"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელით დაინტერესდა

"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების ფეხბურთელით დაინტერესდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მარცხენა მცველი ჰექტორი "ბარსელონას" ინტერესის სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ადრიანო კორეია გუნდს ტოვებს და კატალონიელებს მარცხენა მცველის შეძენა სურთ იმისათვის, რომ ხორდი ალბას, პერიოდულად, დასვენების საშუალება მიეცეს. აქამდე არსებული ინფორმაციით, "ბარსას" პსჟ-დან ლუკა დინის შეძენა სურდა, ახლა კი, ჰექტორის სახელმაც გაიჟღერა.

იონას ჰექტორი, რომელიც "კიოლნში" თამაშობს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დროს, გერმანიის ნაკრების ძირითადი მარცხენა მცველი იყო.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონას" წარმომადგენლები ჰექტორს ევრო 2016-ის დროს აკვირდებოდნენ და ფეხბურთელმა მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კლუბის სკაუტის, ურბან ორტეგას აზრით, ჰექტორი ტექნიკურია და კარგად გამოიყურება როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში.

ივარაუდება, რომ ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 18 მილიონი დაჯდება. მისმა აგენტმა "ბარსელონას" წარმომადგენლებს განუცხადა, რომ შეთავაზებები უკვე აქვს პრემიერ ლიგიდან, კონკრეტულად "ლივერპულისგან" და "ტოტენჰემისგან".

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ "კიოლნი" ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს და საბოლოო სიტყვა ფეხბურთელზეა.

Sport-ის ჟურნალისტების ინფორმაციით, "ბარსელონა" უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, შეიძენს თუ არა 26 წლის ფეხბურთელს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 13 ივლისი 2016 12:17
    1
    kargi mcvelia sakmaod . maqvs nanaxi amis tamashi .
    LEGENDARY ALL TIME MESSI
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2016 19:24
    0
    პიკე-უმტიტი-მასკე,,,,,ალბა-ჰექტორი შესანიშნავია
    boyvaso
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2016 18:30
    1
    ეს კარგია.გერმანელია თან და დისციპლინირებული იქნება