ძალა, ახალგაზრდობა და ალტერნატივა დაცვაში - ეს სამუელ უმტიტია

  • 12-07-2016, 17:04
  • ძალა, ახალგაზრდობა და ალტერნატივა დაცვაში - ეს სამუელ უმტიტია

    "ბარსელონას" ახალწვეულს, სამუელ უმტიტის, რომელიც ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, დაცვის როგორც ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე თამაში შეუძლია.

    სამუელ უმტიტი "ბარსელონაში" იმისთვის გადავიდა, რომ ლუის ენრიკეს გუნდის დაცვა გააძლიეროს. 22 წლის კამერუნული ფესვების მქონე ფრანგი კატალონიელებმა "ლიონიდან" წამოიყვანეს, სადაც ის, ბოლო წლებში, სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. გასულ სეზონში, უმტიტი "ლიონს" მე-2 ადგილის დაკავებაში დაეხმარა, ჩაატარა რა ლიგა ერთში 30 თამაში.

    უმტიტი "ლიონის" სკოლის აღზრდილია. ის პირველ გუნდში 2011/12 წლების სეზონში გადავიდა. მას შემდეგ, მან 170 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

    ფრანგი უკანახაზელი "ბარსელონას", დაცვის ხაზში, მეტ ალტერნატივას აძლევს, რადგან მას თამაში როგორც ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია. ის ფიზიკურად ძლიერია და რთულ სიტუაციებში თავს კარგად გრძნობს. ის კარგად ურტყამს როგორც მოგერიების, ასევე კარში დარტყმის დროს.

    უმტიტის არაერთი გოლი საჯარიმოს გარედან აქვს გატანილი. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ის ლიდერის თვისებებითაა დაჯილდოებული, რისი წყალობითაც, წინა კლუბში, კაპიტნის სამკლავური არაერთხელ მოიგო.

    უმტიტის საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. 2013 წელს, მან მონაწილეობა მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატში მიიღო. 2016 წელს კი, დიდიე დეშამმა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა. ეროვნულ გუნდში პირველი თამაში უმტიტიმ 1/4-ფინალში, ისლანდიასთან ჩაატარა. 5:2 მოგებულ შეხვედრაში ფეხბურთელმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და შედეგად მან 1/2-ფინალში გერმანიასთან და ფინალში პორტუგალიასთანაც ითამაშა.

    კომენტარები [ 10 ]

    გასულია
    Magician წევრი

    10 - 13 ივლისი 2016 13:31

    გილოცავთ კულეებო love

    --------------------
    Class in a glass on Camp Nou grass...
    გასულია

    9 - 13 ივლისი 2016 01:01

    წარმატებები love

    --------------------
    The Big Momment Our History FC Barcelona 6:1 Paris Saint-Germain... We Did It!!! Visca El Barça!!!
    გასულია
    mesi_10 წევრი

    8 - 13 ივლისი 2016 00:10

    ვნახოთ როგორ მოერგება ბარსას სათამაშო სტილს.

    გასულია
    archili31 წევრი

    7 - 12 ივლისი 2016 21:28

    ძაან მაგარი ტრანსფერი გამოვიდა ეს და იმედი მაქვს ერთ მარჯვენა მცველსაც შევიძენთ!

    გასულია
    cuga წევრი

    6 - 12 ივლისი 2016 19:06

    მარტლა მაგარიი ტრანსფერიია იმედიია ბარსაშიც კარგად ითამაშებს. საფრანგეთშიი ზაან მოომეწოონა. ცენტრშიი უნდა ირტამაშოოს ფლანგზე ვიინმე მოოვიიყვანოოთ

    გასულია
    maxo barsa წევრი

    5 - 12 ივლისი 2016 17:51

    Kargi transperia umtiti

    --------------------
    barselonas faniii!!
    გასულია
    Aron Ralston წევრი

    4 - 12 ივლისი 2016 17:45

    მართლა მაგარი ტრასნფერია

    --------------------
    Imagine a legendary dribbler.
    Imagine a devastating goalscorer.
    Imagine a brilliant playmaker.
    Yes, you can imagine Messi in all of them

    `.¸ ♥ F.C. BARCELONA ♥ `.¸
    გასულია

    3 - 12 ივლისი 2016 17:37

    კარგი მცველი დაგება თუ (დაუნდობელი ოქნება ორთაბრძოლების დროს)იმას არ ვგულისხმობ რო რაიმე ავნოს ვინმეს,,,,კოშელნის ედერი იმიტო გაექცა რომ არც წააქცია ან მაისურითაც რო დაეჭირა არაფერი დაშავდებოდა,ჯარიმა და მორჩა,

    გასულია
    SHOTAMESSI10 წევრი

    2 - 12 ივლისი 2016 17:32

    რა ნომრით იქნება?

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    გასულია
    10 leo წევრი

    1 - 12 ივლისი 2016 17:27

    ამასაც თუ ბარტრასავით მოექცნენ და ისე მატეები დააყენეს კარგად გვექნება საქმე.პრესეზონში უნდა ათამაშონ ესეც და სუარესიც

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.