ბუსკეტსი: "გახანგრძლივება ყოველთვის მინდოდა"
27 წლის ნახევარმცველი კლუბში დარჩენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მოგეხსენებათ, სერხიო ბუსკეტსმა გუშინ ახალი ხელშეკრულება ოფიციალურად გააფორმა, რომელიც 2021 წლამდე იქნება ძალაში.
"ამ ამბით მოხარული ვარ", - ციტირებს სერხიოს სიტყვებს Football Espana.
"მოლაპარაკებები ნორმალური ტემპით მიმდინარეობდა. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება. სწორ გზას ვადგავართ. კონტრაქტის გახანგრძლივება ყოველთვის მინდოდა".
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბუსკეტსმა 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]