"ბარსელონა" "სანტოსისთვის" 2 მილიონის გადახდაზე უარს აცხადებს

"ბარსელონა" "სანტოსისთვის" 2 მილიონის გადახდაზე უარს აცხადებს

კატალონიის "ბარსელონა" "სანტოსისთვის" კონტრაქტის გათვალისწინებული 2 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებს. ამ ინფორმაციას ბრაზილიური კლუბი ავრცელებს.

როდესაც ნეიმარი "სანტოსიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, კლუბები შეთანხმდნენ, რომ ბრაზილიელის "ოქროს ბურთის" სამეულში მოხვედრის შემთხვევაში, კატალონიური კლუბი დამატებით 2 მილიონ ევროს გადაიხდიდა.

ნეიმარი სამეულში მოხვდა, თუმცა "ბარსა" პირობის შესრულებაზე უარს აცხადებს. კატალონიელებმა "სანტოსს" წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ "ბარსელონა" 2 მილიონს არ გადაიხდის მანამ, სანამ კლუბებს შორის, ნეიმარის ტრანსფერის ღირებულებასთან დაკავშირებით, სასამართლოში დავა მიმდინარეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "სანტოსმა" განცხადება გააკეთა: "ეს საკონტრაქტო ვალდებულების დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია. კატალონიელები სამართლებრივ რეგულაციას იყენებენ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს. "ბარსელონა" ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს."

გავრცელებული ინფორმაციით, "სანტოსი" FIFA-ში ჩივილს გეგმავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #10 24 დეკემბერი 2015 21:07
    0
    სასამართლო უფრო მეტსაც გადაახდევინებს და ასევე კლუბის წევრების მორალური ზიანის გამოც ბლომად ფულს მოთხოვენ, თან 99.9% შესაძლოა მოიგონ.
    fredo
    სტუმარი [?]
    #9 24 დეკემბერი 2015 16:51
    0
    თუ გინდოდა ეგ ორი მილიონი რა სასამართლოებში დარბოდით! ახლა დაელოდეთ განაჩენს და მერე კიდევ ვნახოთ აქთ არ გქონდეთ გადასახდელი
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #8 24 დეკემბერი 2015 15:59
    0
    სანტოსი ნეიმარს ვეღარ ელევა რა წაიღო ტვინი angry

    !!! Visca El Barca !!!
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #7 24 დეკემბერი 2015 15:36
    0
    არ არიან ეს ჩემისები გენიოსა ბუღალტერები ან ეკონომისტები და გადაიხადეთ მაინც გეყოთ ბარსას სახელის შერცხვენა! (კრისა როსელის დანატოვარ, ვითო ბართოს გუნდს ვგულისხმობ)
    MSN THE BEST
    სტუმარი [?]
    #6 24 დეკემბერი 2015 15:08
    1
    არ გადაუხადოთ
    FCB.2000
    სტუმარი [?]
    #5 24 დეკემბერი 2015 15:01
    1
    თუ მოგვცხეს კიდე ბანი მერე უგაზავნონ წერილები
    LeKViTo
    სტუმარი [?]
    #4 24 დეკემბერი 2015 14:51
    0
    გადაუხადონ ამათმაც კიდე. იმენა რა შეგვიკიტინა ამ სანტოსმა ვა angry
    Basic
    სტუმარი [?]
    #3 24 დეკემბერი 2015 14:51
    0
    Droze gadaixadon es ori milioni ra, ra gauxdat,mainc arafers daaklebt eg tanxa.
    Wasp Salander
    სტუმარი [?]
    #2 24 დეკემბერი 2015 14:47
    0
    გადაუხადონ რა... ))) მეზარება უკვე ეს სასამართლო დავები.. ))
    otika97
    სტუმარი [?]
    #1 24 დეკემბერი 2015 14:39
    0
    ე ეხა ამაზეე გატრაეკებნნ რრაა