ფიგუ: "ბოლო "კლასიკო", ჩემთვის, დიდი დარტყმა იყო"
"ბარსელონასა" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი ლუიშ ფიგუ, რომელიც თავს მადრიდული გუნდის გულშემატკივრად მიიჩნევს, აცხადებს, რომ ბოლო "ელ კლასიკო", რომელშიც კატალონიელებმა 4:0 მოიგეს, მისთვის, დიდი დარტყმა იყო.
"ეს, ჩემთვის, დიდი დარტყმა იყო. თუმცა, ცხოვრება გრძელდება და კარგია, რომ სიტუაციის გამოსწორებისა და სწორ გზაზე დაბრუნების დრო კიდევ არის. ჩემპიონატი კიდევ დიდხანს გაგრძელდება. გადაწყვეტილი ჯერ არაფერია."
შეგახსენებთ, რომ 2000 წელს, ფიგუ "ბარსელონადან" "რეალში" გადავიდა, რის გამოც კატალონიური გუნდის გულშემატკივრებმა ის მოღალატედ შერაცხეს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 54 ]