"ბარსელონამ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

"ბარსელონამ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩს განსაკუთრებული მოტივაციის გარეშე შეხვდა, მაგრამ კატალონიურმა გუნდმა "რომა" მაინც არ დაინდო და 6:1 მოიგო.

ლუის ენრიკეს გუნდს, ჯგუფში პირველი ადგილის გასანაღდებლად ქულაც ჰყოფნიდა. კატალონიელებმა, 5 მატჩში, 13 ქულა დააგროვეს და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ისინი მდევრებს 8 ქულით უსწრებენ. ეს ნიშნავს, რომ "ბარსამ" ჯგუფი მოიგო.

"ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ისტორიაში მეჩვიდმეტედ მოიგო. ასეთი შედეგი არცერთ სხვა გუნდს არ აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.