ლუის ენრიკე: "სანახაობრივი თამაში გველის"

ლუის ენრიკე: "სანახაობრივი თამაში გველის"

"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე "რომასთან" გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ გულშემატკივრებს სანახაობრივი თამაში ელით.

"წინ ორი თამაში გველის და შევეცდებით ფლეი ოფის საგზური პირველ მათგანში გავინღდოთ. მნიშვნელოვანია კარგად ვითამაშოთ, რადგან ჩვენი მოწინააღმდეგე "რომა" იქნება.

ვფიქრობ, ამჯერად, გახსნილი თამაში იქნება, რადგან "რომას" დადებითი შედეგი ჭირდება. რომში, მეტოქე თავს დიდი ძალებით იცავდა. ვფიქრობ, ორი კარგი გუნდის სანახაობრივ თამაშს ვიხილავთ.  ორივე გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. ამის გათვალისწინებით, თამაში ინტენსიური უნდა გამოვიდეს. იმედი მაქვს, მოგებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ვფიქრობ, ჩემი გუნდი საკმარისად ჭკვიანია საიმისოდ, რომ მიხვდეს, მოგება მარტივი არ იქნება. ახლა გვაქებენ, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით, რომ წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.