კლუივერტი: "ღმერთმა ქნას, ოდესმე "ბარსელონა" ჩავიბარო"

  • 18-11-2015, 17:11
  • კლუივერტი: "ღმერთმა ქნას, ოდესმე "ბარსელონა" ჩავიბარო"

    "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი პატრიკ კლუივერტი კატალონიური გუნდის გაწვრთნის სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამს.

    "არასდროს იცი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მინდა, რომ სამწვრთნელო კარიერა სხვა კლუბში დავიწყო. ღმერთმა ქნას, რომ ერთ დღესაც "ბარსელონა" ჩავიბარო. ეს ხომ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია." - აცხადებს კლუივერტი.

    ჰოლანდიელი თავდამსხმელი "ბარსელონაში" 1998-2004 წლებში თამაშობდა. კატალონიური გუნდის მაისურით გამართულ 255 შეხვედრაში მან 120 გოლი გაიტანა.

    კლუივერტმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს დაიწყო. ის ჯერ "ალკმაარის", შემდეგ კი "ნეიმეგენის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2011-12 წლებში კლუივერტი "ტვენტეს" ახალგზრდულ გუნდში მუშაობდა, ხოლო 2012-14 წლებში ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო. 2015 წლის 5 მარტიდან 10 სექტემბრამდე კლუივერტი კიურასაოს (დედამისი წარმოშობით ამ ქვეყნიდანაა) ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და ამ ქვეყნის ისტორაიში პირველად მოხდა, რომ ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი 2 ეტაპი გადალახა.

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.