Qatar Airways "ბარსელონასთვის" წელიწადში 70 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს

Qatar Airways "ბარსელონასთვის" წელიწადში 70 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებს

თუ მადრიდულ Marca-ს დავუჯერებთ, "ბარსელონამ" და Qatar Airways-მა ახალ სპონსორულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ცოტა ხნის წინ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კატარში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ცნობილია, რომ "ბარსელონა", ამჟამინდელ სპონსორთან ხელშეკრულების გახაგნრძლივების სანაცვლოდ, წელიწადში 70 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. დღეისათვის, კატალონიელები კატარელებისგან წელიწადში დაახლოებით 35 მილიონს იღებენ.

შეთანხმების მიუღწევლობის მიუხედავად, "ბარსელონას" წარმომადგენლები Qatar Airways-თან თანამშრომლობის გაგრძელების იმედს არ კარგავენ. კატალონიელები იმედოვნებენ, რომ კატარული კომპანიისგან წელიწადში 70 მილიონ ევროზე მეტს მიიღებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.